სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები „იკებანას“ ხელოვნებას გაეცნენ
23-10-2019
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მერვე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი საინტერესოდ და შემოქმედებითად ჩატარდა.

მოსწავლეები „იკებანას“ ხელოვნებას გაეცნენ, რომელსაც იაპონიაში 500 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

„იკებანა (იაპონ. 生け花, აგრეთვე いけばな, სიტყვასიტყვით „ცოცხალი ყვავილი“) - ყვავილების დაწყობის იაპონური ხელოვნება. იგი ხელოვნების ფორმაა, რომელშიც ბუნება და ადამიანი, მისი ხასიათი ერწყმის ერთმანეთს. იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რომ მცენარეთა სილამაზე მხოლოდ მათ მრავალფეროვან ყვავილებშია, იკებანა ხაზს უსვამს მათ სხვა დეტალებს, როგორიცაა ღერო, ფოთლები და მათი ფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ იკებანა შემოქმედებითი ხასიათისაა, მას გარკვეული წესები აქვს. ძირითადი წესია ის, რომ მისი შემადგენელი ყველა ელემენტი ორგანული უნდა იყოს, იქნება ეს ტოტები, ფოთლები, ბალახი თუ ყვავილები. ასევე, კომპოზიცია უნდა შეიცავდეს ყვავილების მინიმალურ რაოდენობას ღეროებსა და ფოთლებს შორის. ეს იაპონური ხელოვნების ნიმუშები ეყრდნობა სამკუთხედს, რომელიც 3 ტოტითაა გამოსახული. ითვლება, რომ ისინი გამოსახავენ ზეცას, მიწას და ადამიანს. ხოლო ზოგი თვლის, რომ ისინი მზის, მთვარის, სიყვარულისა და მიწის გამომსახველია.

იკებანაზე ვარჯიშისას აუცილებელია სიჩუმე. ეს არის დრო, როცა ხალხი ეჩვევა ბუნების იმ ნაწილის პატივისცემას, აღქმას, რომელსაც თავისი დაკავებული სიცოცხლის განმავლობაში ვერც კი ამჩნევს. ადამიანი ხდება უფრო მომთმენი და სწავლობს სილამაზის დანახვას ხელოვნების ყველა ფორმაში. ეს ასევე არის დრო, როცა ადამიანი გრძნობს ბუნებასთან სიახლოვეს და ადუნებს, ასვენებს გონებას, სხეულსა და სულს.

მოსწავლეებმა მუშაობის პროცესში თავად შეძლეს გაეაზრებინათ,თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ადამიანი, მიწა, ზეცა, სიჩუმე, სიყვარული და რომ ეს ყველაფერი ფერთა გამითაც შეიძლება განსაზღვრო“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გაკვეთილს პედაგოგი მარეხი ფორჩხიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება