| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს მასშტაბით სულ 70 საგანმანათლებლო რესურსცენტრი მოქმედებს. მათგან ყველაზე მეტი იმერეთის რეგიონში, ყველაზე ცოტა კი აფხაზეთშია. თანამშრომლების რაოდენობით გალი ლიდერობს, სადაც რესურსცენტში 8 ადამიანია დასაქმებული.
აღნიშნული სტატისტიკა etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიაწოდა.
რესურსცენტრების რაოდენობა რაიონების მიხედვით ასეთია:
ყველაზე მეტი რესურსცენტრი იმერეთშია და მათი რაოდენობა 12-ს შეადგენს, მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც 9 რესურსცენტრი ფუნქციონირებს. შემდეგ მოდის კახეთი 8 რესურსცენტრით, 7 რესურსცენტრია ქვემო ქართლში. 6-6 რესურსცენტრი აქვს აჭარას და სამცხე-ჯავახეთს, ხოლო 4-4 არის შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. გურიაში 3 რესურსცენტრია, ყველაზე ცოტა - 2 რესურსცენტრი აქვს აფხაზეთს.
რაც შეეხება რესურსცენტრების თანამშრომელების რაოდენობას, სამინისტროს განმარტებით, რაოდენობა რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლებისა და მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
რესურსცენტრში დასაქმებულთა ძირითადი რაოდენობა 3-დან 6 თანამშრომლამდეა. პოზიციები კი შემდეგნაირად არის გადანაწილებული: რესურცენტრის უფროსი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტი/იურისტი); მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); მესამე კატეგორიის სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი); შიდა აუდიტი; შესყიდვების კოორდინატორი და ა.შ.
დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 8 თანამშრომელი გალის რესურცენტრშია: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტ - ეკონომისტი (ბუღალტერი); პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი; შესყიდვების კოორდინატორი) და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი).
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიზანი სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაა:
რესურსცენტრები თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში ახორციელებენ მიმდინარე პროცესების ზედამხედველობას და თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მხარდაჭერას და კონსულტირებას; ხელს უწყობენ მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ; მონიტორინგს უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვას, ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით და საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი და სხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას და ა.შ.
იხილეთ რეგიონების მიხედვით არსებული რესურსცენტრები და მათში დასაქმებულთა რაოდენობა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას