სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვის ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალა - რა წერია კოდექსში?
22-10-2019
-
+


„ბავშვის ფიზიკური დასჯა დაუშვებელია“, - აღნიშნულია „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

კოდექსის მიხედვით, ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

„ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ ვკითხულობთ: 

  • დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინურ ზომად ნებისმიერი ფორმის ძალადობის გამოყენება, მათ შორის, ფიზიკური დასჯა ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელის გამოყენება.
  • დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.
  • აკრძალულია ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისას ბავშვის მიმართ ისეთი დისციპლინური ზომებისა და ქცევის მართვის მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას, მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მათ შორის, ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებას, მშობელთან, ოჯახის სხვა წევრებთან ან გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვას ან სხვა სახის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას.
  • აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების მიწოდებისას, სამედიცინო დაწესებულებაში ან/და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. აღნიშნული ქმედება იწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება