| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პროექტის - „ბუნებრივი მტერი ფაროსანა“ ფარგლებში დისკუსია გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს იოსებ ქურიძეს შეხვდნენ.
იოსებ ქურიძე მოსწავლეებს ფაროსანას მავნებლობაზე ესაუბრა: თუ რა ზიანი მოუტანა დასავლეთ საქართველოს, ასევე ესაუბრა თუ რა ღონისძიებები ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად. აღინიშნა ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით, ფაროსანასთან ბრძოლას შედეგი აქვს.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დაემზადებინათ საინფორმაციო ბუკლეტები, დაერიგებინათ მოსახლეობისთვის და თავისი წყვილი შეეტანათ ფაროსანასთან ბრძოლაში.
პროექტის ხელმძღვანელი ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) პედაგოგი მადონა აბულაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა