სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2023 წლისთვის საქართველოში ევროპული სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას - მოსწავლეები საერთაშორისო ბაკალავრიატის ატესტატს მიიღებენ
19-10-2019
-
+


საქართველოში ევროპულ სკოლა დაფუძნდება, 2023 სასწავლო წლისთვის ავტორიზებულ რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას და მოსწავლეებს ეტაპობრივად მე-7-მე-12 კლასებში მიიღებს. სკოლას ასევე ექნება საერთო საცხოვრებელი მოსწავლეებისთვის როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროპულ სკოლაში სწავლის შესაძლებლობა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს მიეცემათ. სკოლის სასწავლო გეგმა გაჯერებული იქნება ევროპული კურიკულუმის საკვანძო ელემენტებით და ავტორიზებული იქნება საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ. სწავლის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული მოსწავლეები საერთაშორისო ბაკალავრიატის ატესტატს მიიღებენ. ამისათვის, 2020 წლიდან დაიწყება სკოლის ინფრასტრუქტურული საპროექტო სამუშაოები, მომზადდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები - უცხო ენებში, ტექნოლოგიებსა და პედაგოგიკაში.

განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ჰააგაში ევროპული სკოლის დირექტორს ფრანს ვანდე კერხოფს და სკოლის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ჰააგის ევროპულ სკოლაში ევროპული ბაკალავრიატის პროგრამას სკოლამდელ, დაწყებით და საბაზო საფეხურზე 1000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობას მრავალეთნიკურ და მულტიკულტურულ გარემოში.

შეხვედრაზე საქართველოს კონტექსტის შესაბამისად ევროპული სასკოლო განათლების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს და აქცენტი გაკეთდა მშობლიური ენის, ეროვნული იდენტობის გაძლიერების გზით ევროპული გამოცდილებისა და ღირებულებების დანერგვის უპირატესობაზე, რაც სწორედ ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ევროპული სკოლების კონცეფციას წარმოადგენს.

ანალოგიური მოდელის სკოლის დაფუძნებას მიმდინარე წლის სექტემბერში ევროკომისიის მაღალი რანგის ვიზიტის ფარგლებში დაანონსდა და პროექტს ევროკავშირთან ერთად საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება