ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.დასუფთავების აქცია პროექტის- „ნუ დავაბინძურებთ გარემოს“ ფარგლებში განხორციელდა. მოსწავლეებს პედაგოგი მაია აბაშიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ქვემო აკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები გარემოსდაცვით აქციებს ხშირად ატარებენ.
იხილეთ ფოტოები