| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება „შემოდგომა 2019“ გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა საშემოდგომო კუთხე მოაწყეს, ჩურჩხელები ამოავლეს და თათარა დააგემოვნეს.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელი ხაშმი ერთ-ერთი ყველასაგან გამორჩეულია, განსაკუთრებით შემოდგომაზე. მოგეხსენებათ ხაშმის საფერავმა კარგა ხანია გაარღვია საზღვრები... მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ არ ვაპირებთ არაფერზე საუბარს გარდა იმისა, თუ რა დონის ბედნიერება და სიხარული განიცადეს ხაშმის საჯარო სკოლის პატარებმა - მათ ხომ სიგიჟემდე უყვართ ბადაგი, თათარა და ჩურჩხელები და თუ ყველაფერ ამას თან ახლავს საშემოდგომო ხილი მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს... და მაინც - თათარას გაუმარჯოს“,-ნათქვამია ხაშმის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა