| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს. ასევე, დაურიგეს საკუთარი ხელით შექმნილი ორიგინალური მისალოცი ბარათები, დასასრულს კი ყვავილები მიართვეს.
მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათაშორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსას განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა