სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში პროექტის - „უცნობი ფიროსმანი“ პრეზენტაცია გამართეს
17-10-2019
-
+


თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში სასწავლო პროექტის - „უცნობი ფიროსმანის“ პრეზენტაცია გაიმართა. (პედაგოგი მაია გვასალია).

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ საფუძველზე, სკოლა ხელს უწყობს ტოლერანტი, ეროვნული ღირებულებების მატარებელი და შემოქმედი ადამიანის აღზრდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ესთეტიკური საგნების სწავლება“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერფორმანსი, ისაუბრეს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, განასახიერეს „ცოცხალი სურათები“: „ფიროსმანი“ - ნიკა ჩიტაია, „მარგარიტა“ - თამარ ლიფონავა, „მეეზოვე“ - ლიზი ჟვანია, „გოგონა ბუშტით“ - მარიამ შონია, „გოგონა პეპლის საჭერით“ - ნია დოლუაშვილი, „მეთევზე“ - ილია ტაბატაძე, „ყარაჩოღელები“ - საბა როგავა, გიორგი გოროზია, შოთა სტეპანოვი

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:„უცნობი ფურცლები ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიიდან“ - მომხსენებელი თორნიკე იზორია; „როგორ აღმოაჩინეს ფიროსმანი“- ნინო გურგენაძე; „ფიროსმანის შემოქმედება“-  ლუკა ჭაჭუა; „ფიროსმანი და ლადო გუდიაშვილი“-  ნინო გრძელიშვილი; „ფიროსმანი და პიკასო"- ნუნუ ტოგონიძე; „სიკვდილით იწყება სიცოცხლე"- მომხსენებელი ლიზი გუჯაბიძე; „ლადო გუდიაშვილი და ფიროსმანი"- დეკლამატორი ლუკა კაკულია. 

პროექტის პრეზენტაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მუზეუმის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პროექტი დადებითად შეაფასა მუზეუმის დირექტორმა, დალი აბაშიძემ. მან მოსწავლეებს წარმატებული პრეზენტაცია მიულოცა, სკოლას საჩუქრად წიგნი - ,,ფიროსმანი დღეს" გადასცა. მუზეუმის დირექტორმა  ისაუბრა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების საერთაშორისო პროექტების შესახებაც, რომელთა განხორციელება სამომავლოდაა დაგეგმილი.

სკოლის დირექტორმა, ნონა ჟვანიამ, მუზეუმის დირექტორს, დალი აბაშიძეს, მადლობის სიგელი გადასცა და მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისათვის. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლებმა, ასევე, დაათვალიერეს კახეთის ღირსშესანიშნავი ადგილები.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება