| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018-2019 წელს სასწავლო წელს საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
დაჯილდოებას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრნენ.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია სწავლისა და სწავლების მოტივაციის გაზრდა.
ოლიმპიადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
განაცხადის ვადები, კვალიფიკაცია და სხვა დეტალები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა