სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელეთის საჯარო სკოლაში ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
16-10-2019
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლის უცხო ენის კათედრის წევრებმა ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება - „Fairytales’ Day” გამართეს.

გერმანული ენის მასწავლებლის, ნინო მერაბიშვილის, ხელმძღვანელობით მე-7 კლასელებმა გერმანულ ენაზე „წითელქუდა“ წარმოადგინეს, მე-4 კლასელებმა ინგლისური ენის მასწავლებლის, ნანა ჩხეიძის, ხელმძღვანელობით ინგლისურ ენაზე - „ოქროსკულულა და სამი დათვი“, მე-7კლასელებმა კი, ინგლისური ენის მასწავლებლის, შორენა ფირცხალავას ხელმძღვანელობით, ინგლისურენოვანი წარმოდგენა - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გაითამაშეს.

ჟუჟუნა ქურასბენიანის ხელმძღვანელობით მერვე და მეცხრე კლასელებმა შეასრულეს ლექსები და გერმანული ენის წარმოშობის შესახებ ისაუბრეს.

მონაწილეებმა შეასრულეს სიმღერები, ენის გასატეხები და ცეკვები. ბავშვები დიდი აქტივობითა და სურვილით ჩაერთვნენ ღონისძიებაში, რომლის მიზანიც სამეტყველო უნარ-ჩვევების დახვეწა, ემპათიის უნარის განვითარება, ენობრივი ცნობიერების განვითარება და ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება იყო.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება