სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღვინის ფესტივალში მონაწილეობდნენ
15-10-2019
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები „გურჯაანის ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდნენ.

ველისციხის  საჯარო  სკოლის  მოსწავლეებმა ღვინის ფესტივალზე განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს.  მათ   ღონისძიება  გახსნეს და   თემატური  სიმღერები, ცეკვები,  ნახატები თუ  სხვა  ტიპის  ნამუშევრები წარმოადგინეს. ასევე მათთვის განკუთვნილი კუთხე გააფორმეს.

„ჩვენი  მოსწავლეების  აქტიურობა ველისციხის  საჯარო  სკოლის ხელოვნების  პედაგოგების,  მანანა  ქიტუაშვილისა  და  ანნა  დათუაშვილის,  ასევე  ცეკვის  პედაგოგის,  ნანა  ქორბუდიანის,  შრომის  შედეგია. ფესტივალზე  ჩვენი სკოლის  მოსწავლე გიგი  გიგაურმა სიმღერა „ღვინო  კახურო“ შეასრულა. მოსწავლეებმა ნიკა  ოთარაშვილმა,  გიორგი  ჯვარაშვილმა  და  ნინი  სოსებაშვილმა მუსიკალური  ნაწარმოებები შეასრულეს, ხოლო  ანსამბლმა  ველისციხემ  ქართული  ხალხური ცეკვა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

წელს  ღვინის  ფესტივალზე  საგანმანათლებლო  დაწესებულებების  მოსწავლეები  და  მასწავლებლები აქტიურად  ჩაერთნენ. მათ დამთვალიერებელს  სხვადასხვა  ტიპის  წარმოდგენა  და   ნამუშევარი  შესთავაზეს.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით,  ფესტივალი  დამსწრე  საზოგადოების  მიერ  როგორც  ორგანიზებულობის,  ასევე  დეკორაციების  და  შინაარსობრივი  ნაწილის  მიხედვით, საუკეთესოდ  შეფასდა.

ღვინის ფესტივალი 2019  წლის  12 ოქტომბერს,   გურჯაანში,  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელი  პირების  თაოსნობით  ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება