სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ბავშვის რთულ ქცევას? - მშობლების 3 ძირითადი შეცდომა
16-10-2019
-
+


მშობლები ბავშვის რთული ქცევის პრევენციისთვის გარკვეულ შეცდომებს უშვებენ. ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 3 მთავარ შეცდომაზე საუბრობს და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს:

პირველი შეცდომა არის რთული ქცევის მიმართ დამოკიდებულება, როცა მშობელს არ მოსწონს ბავშვის ქცევა და ცდილობს, ჩაახშოს, რაც დამანგრეველი და გამაღიზიანებელია.

რეკომენდაცია: ამ ქცევას არ უნდა ებრძოლოთ, არ უნდა ჩაახშოთ, თქვენი მტერი არ უნდა იყოს ბავშვის ეს ქცევა. უნდა დაეხმაროთ ბავშვს რომ თავად მოახერხოს საკუთარი ემოციის ან იმედგაცრუების დაძლევა და რთულ სიტუაციასთან გამკლავება. ამისთვის არც ჩხუბი და არც მოფერება არ ჭრის. რაც უფრო ფოკუსირებულები ხართ რთულ ქცევაზე, მით უფრო რთულდება ეს ქცევა. ყველაზე კარგი სტრატეგიაა იგნორირება. თუ რა თქმა უნდა, ბავშვს ამ დროს რამე არ აწუხებს - არ ეძინება, არ შია და არ წყურია.

მეორე შეცდომა ფიქრი იმის შესახებ, რომ ბავშვი უნდა გაზარდოთ თავისუფალ პიროვნებად და ამიტომ წესებს და შეზღუდვებს ვერ უწესებთ.

რეკომენდაცია: თუ არ დაუწესეთ საზღვრები, ბავშვი ვერასოდეს მიეჩვევა თავისუფალ არჩევანს და თავისუფალ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. ამაში მას გარემო უნდა დაეხმაროს, არაძალადობრივად და არა ყველაფრის უფლების მიცემით, არამედ იმით, რომ მან თავად გააკეთოს არჩევანი, იმის მიხედვით რა შედეგი მოყვება მის რთულ ქცევას. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა წინასწარ იცოდეს და თქვენ შეთანხმებული გქონდეთ მასთან რა საზღვრებში მოუწევს მოქმედება და რა არის ის წესი, რაც მან უნდა შეასრულოს.

მესამე შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ, არის ის, რომ შვილებს უარყოფით ემოციებს არიდებენ.

რეკომენდაცია: კი არ უარყოთ და იგნორირება გავუკეთოთ მის ემოციებს ან ააცილოთ ყველანაირ უმნიშვნელო უსიამოვნო სიტუაციას, ხელი უნდა შეუწყოთ რომ ბავშვმა ამ ემოციის გამოხატვა თავად მოახერხოს და სახელი დაარქვას. ბავშვმა უნდა იცოდეს როდის წყნის, როდის უხარია, როდის ღელავს, როდის არის გაღიზიანებული. უნდა დაეხმაროთ, რომ ყველა ამ გრძნობას სახელი დაარქვას და გაამატერიალუროს. ეს უფრო გაუადვილებს მასაც და თქვენც ემოციების მართვას.

თამარ გაგოშიძემ რეკომენდაციების შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ისაუბრა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება