სიახლეები
სამასწავლებლო

„​პროფესიონალი პედაგოგი თუ რამდენიმე საგანს ასწავლის, მივესალმები“ - დირექტორები მასწავლებლების უფასო მომზადების პროგრამას აფასებენ
15-10-2019
-
+


სახელმწიფო მასწავლებლობის მსურველებს და პრაქტიკოს პედაგოგებს უფასოდ მოამზადებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამინისტრომ ახალი პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა.

პროგრამა მაღალმთიანი სოფლებისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის არის გათვლილი.

მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:

  • ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
  • ბიოლოგია და ქიმია
  •  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
  • დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)
  • მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

etaloni.ge აღნიშნული პროგრამის შესაფასებლად სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა:

ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექტორი დონარი აბულაძე:

„ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. კვალიფიციური მასწავლებელი თუ ასწავლის ერთ კათედრაში შემავალ საგნებს, არ იქნება ცუდი,  საზოგადოებრივი მეცნიერებები იქნება ეს თუ საბუნებისმეტყველო. მისაღებია, ისტორია ასწავლოს ისტორიის პედაგოგმა, გეოგრაფია - გეოგრაფმა, მაგრამ კადრების ნაკლებობა თუ იქნება, ასეთ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა კარგია“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა:

„მე მყავს სკოლაში ფიზიკა-მათემატიკოსი, მაგრამ ფიზიკის სწავლების უფლება არ მიეცა, რადგან მათემატიკაში ჰქონდა გავლილი სერტიფიცირება და არის არაჩვეულებრივი ფიზიკოსი. პროფესიონალი პედაგოგი თუ რამდენიმე საგანს ასწავლის, მივესალმები. თუმცა, ზოგჯერ ერთი ადამიანის მიერ რამდენიმე საგნის სწავლებას, არ ვამართლებ. არ მიმაჩნია მართებულად, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ასწავლოს ფიზიკა, რადგან უფრო რთული მეცნიერებაა და მეტად პროფესიონალი სჭირდება“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნანული ჭიღიტაშვილი:

„ძალიან კარგი და დროული პროგრამაა. ჩვენი რაიონიდან, ქვემო ალაზნისპირა სოფლები ისეთი მანძილით არის დაშორებული, რომ იქიდან თბილისიდან მასწავლებლები ნამდვილად ვერ ჩამოვლენ, თან მცირეკონტიგენტიანი სკოლებია. ამიტომ მასწავლებლებისთვისაც უკეთესია მეტი დატვირთვა, მეტი საგაკვეთილო საათები და შესაბამისად, ანაზღაურება მეტი ექნებათ. პირადად, მე ქიმიასაც ვასწავლი და ბუნებისმეტყველებასაც და ვაპირებ ბიოლოგიაც ვასწავლო, თუკი გაჩნდება ვაკანსია. სპეციალობით ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ, გამოცდა ჩავაბარე ბუნებისმეტყველებაში და უფლება მაქვს, რომ ქიმიაშიც ჩავატარო გაკვეთილები და ბიოლოგიაშიც. ჩვენი სკოლის მასწავლებელი დაწყებითებში გეგმავს ამ პროგრამაში ჩართვას“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი:

„ძალიან დადებითად და პოზიტიურად შევაფასებ, რადგან საშუალება ეძლევა მასწავლებელს, მოახდინოს დროში ორიენტაცია და სტატუსის ცვლილება, რასაც სახელმწიფო სთხოვს. ახლაც ხდება ასეთი რამ, რამდენიმე საგანს ასწავლის ერთი მასწავლებელი, თუ კვალიფიკაციას დაადასტურებს“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ბაინდურაშვილი:

„მგონია, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია. ჩვენ ტერიტორიულადაც ისე ვართ, მგონი, მაინც არ იტყვიან უარს მასწავლებლები. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ რამდენიმე საგანი შეიძლება ერთმა მასწავლებელმა ერთნაირად იცოდეს. სწორი არ არის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ასწავლოს გეოგრაფია“.

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტუშურების საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხუმარაშვილი:

„მომწონს, ყოველგვარი თანხის გარეშეა. ახლა მივიღეთ ეს ინფორმაცია და დადებითად ვუყურებთ. ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის არის კარგი შანსი“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლის დირექტორი ასმათი რევაზიშვილი:

„ძალიან დადებითად შევაფასებდი, მაგრამ ჩემს სკოლას არ ეხება, ჩვენ 132 მოსწავლე გვყავს და 100-ზე ნაკლები უნდა იყოსო, დავაზუსტე ეს ინფორმაცია მასწავლებლის სახლში. დარეგისტრირდნენ პედაგოგები, მაგრამ არ გამოიძახებენო გვითხრეს, რადგან 100-ზე ნაკლები ბავშვი უნდა ფიქსირდებოდეს სკოლაში“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აბესაძე:

„ჯერ კიდევ გვაქვს თათბირი, ბევრი კითხვები ისმება, ისე ცუდი არ არის. კარგი იქნებოდა, თუ უცხო ენებსაც შეეხებოდა ეს პროგრამა. პრაქტიკოსი მასწავლებელი ან რომელსაც არ აქვს სტატუსი, ფაქტობრივად, იანვრიდან თუ ვერ აიმაღლებდა სტატუსს, უნდა დაეტოვებინა სკოლა, ამ პროგრამით კი საშუალება მიეცა იმისა, რომ კიდევ გაიხანგრძლივოს მასწავლებლად  მუშაობის პერიოდი. ალბათ, შეავსებს იმ მასწავლებლების დეფიციტსაც, რაც მაღალმთიანეთ სოფლებშია. ჩემი მაგალითი რომ ავიღო, 36 წელიწადი ქიმიას ვასწავლი, ბილოგიური მაქვს დამთავრებული უმაღლესი და სერთიფიკატი მაქვს ბუნებისმეტყველებაში, ქიმია, ბიოლოგია და ბუნებისმეტყველება არ შემიძლია ერთმა მასწავლებელმა ვასწავლო? დადებითად ვაფასებ საჭიროების შემთხვევაში“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხუჭუა:

„რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ და მივესალმები. ამ დროში ყველაფერი გართულებულია და წინ გადადგმული ნაბიჯია. მგონი, კარგ შედეგზე გამსვლელი გადაწყვეტილება იქნება. მასწავლებლები გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მაღალმთიან სოფელებში შეძლებენ მუშაობას. იმ გადაწყვეტილებას ვერ მივესალმები, რომ ერთი საგნის სპეციალისტმა ასწავლოს სხვა საგანი. ჩემს სკოლაში ფიქრობენ ამ პროგრამაზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე:

„რა თქმა უნდა, მომწონს, მით უმეტეს, როცა უფასოა.  დღეს მოგვივიდა წერილი და ძალიან მოგვეწონა იდეა, მაგრამ 250 ბავშვი გვყავს,  არ ვითვლებით მცირეკონტიგენტიან სკოლად და ვერ ჩავერთვებით. ისე, ძალიან კარგია, მით უმეტეს ამ ეტაპზე. მე ფიზიკოსი ვარ სპეციალობით და საბუნებისმეტყველოში ჩავაბარე. როცა აღარ ვიქნები სკოლის დირექტორი, საათობრივი დატვირთვით ვიქნები. ახლა ამ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ისეთი აჟიტირებული შევდივარ და გამოვდივარ, ახალდაწყებული მასწავლებელივით ვარ. ასეთი ინტეგრირება არ იქნება ცუდი“.

აბაშის მუნიციპალიტეტის კვათანის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა საკანდელიძე:

„ძალიან კარგია და ძალიან აღფრთოვანებით შევხვდით. ყველანაირი სწავლება კარგია, წინ წაიწევენ მასწავლებლები. ჩვენი სკოლის პედაგოგები გეგმავენ ამ პროგრამაში ჩართვას. ერთი არის მათემატიკოსი, რომელსაც უნდა რომ ჩააბაროს ფიზიკა“.

სამტრედიის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ჟულიეტა ჩხაიძე:

„რადგან უფასოა, სწავლებისთვის კარგია, მაგრამ ერთი მასწავლებელი რამდენიმე საგანს ასწავლიდეს, არ მომწონს და არ მიმაჩნია ხარისხის თვალსაზრისით მისაღებად“.

ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ ლობჯანიძე:

„პროგრამა ძალიან კარგია, მაგრამ ერთმა მასწავლებელმა რომ სხვადასხვა საგანი ასწავლოს არ არის მოსაწონი. მგონია, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრობლემასაც არ გადაჭრის. საგანს უნდა ჰყავდეს თავისი სპეციალისტი, თუმცა ტრენინგი ძალიან კარგია“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ირომაშვილი-ჯაჭვაძე:

„პროგრამას დადებითად ვაფასებ. ერთ მასწავლებელს შეეძლება რამდენიმე საგანი ასწავლოს და სახელფასო დანამატიც მიიღოს. ასეთ მოკლე პერიოდში მასწავლებელი კვალიფიციური ვერ გახდება, თუმცა გაკვეთილების გაცდენას სჯობს ასეთი მიდგომა“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება