სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების ნახევარზე მეტი მცირეკონტიგენტიანია - „გვინდა, რომ მასწავლებელმა რამდენიმე საგანი ასწავლოს და სახელფასო დანამატი მიიღოს“
15-10-2019
-
+


„საქართველოში 2083 საჯარო სკოლაა და აქედან ნახევარზე მეტი, თითქმის 1000-ზე მეტი სკოლა 100 ბავშვზე ნაკლები კონტიგენტით არის წარმოდგენილი“, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი უფასო მომზადების პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ სწორედ მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის ამოქმედდა.

ბერიკა შუკაკიძის ცნობით, ახალი პროგრამის მიხედვით, უნდა მომზადდეს საგნობრივი ჯგუფის პედაგოგი, რათა ერთ მასწავლებელს რამდენიმე საგნის სწავლება შეეძლოს.

„ამ პროგრამით ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ სრულიად ახლებურად გაიაზრონ მასწავლებლის პროფესია და მოვამზადოთ ახალი ტიპის მასწავლებელი. საქართველოში 2083 საჯარო სკოლაა და აქედან ნახევარზე მეტი, თითქმის 1000-ზე მეტი სკოლა არის 100 ბავშვზე ნაკლები კონტიგენტით. ეს ნიშნავს, რომ იქ საათების ძალიან ცოტა რაოდენობაა და დაფინანსებული საათების რაოდენობაც მცირეა. იმისათვის, რომ მასწავლებლებს გაეზარდოთ ხელფასები, ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ მიდგომაზე, რომ მოვამზადოთ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი. ერთ მასწავლებელს რამდენიმე საგნის სწავლება უნდა შეეძლოს. ეს აპრობირებული მეთოდია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არის მცირეკონტიგენტიანი სკოლები. ეს ქვეყნებია: ფინეთი, ნორვეგია, ირლანდია. გვინდა, მასწავლებელმა ასწავლოს რამდენიმე საგანი, უფრო მეტი საგაკვეთილო საათი და მიიღოს სახელფასო დანამატი. ეს პროგრამა ასევე იქნება იმ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ, რომ საგნის კომპეტენცია აიმაღლონ. ჩვენ მათ კარს არ ვუხურავთ“, - ამბობს ბერიკა შუკაკიძე.

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებული თუ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე გაიმარჯვებს, სკოლაში შედის როგორც მაძიებელი, მას მიეცემა გარკვეული სახელფასო დანამატი, შემდეგ კი დიდაქტიკაში მთელი სემესტრის განმავლობაში ონლაინ გადამზადებას გაივლის.

„ზაფხულში ჩააბარებს გამოცდას და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდება უფროსი მასწავლებელი. 2020 წლის სექტემბრიდან სკოლაში შედის როგორც უფროსი მასწავლებელი გაზრდილი ანაზღაურებით“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

ასევე იხილეთ: მასწავლებლობის მაძიებლებისა და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის უფასო მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

სახელმწიფო მასწავლებლობის მსურველებს უფასოდ მოამზადებს - განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექციამ დიდი სიყვარულით მიულოცა
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება