სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმწიფო მასწავლებლობის მსურველებს უფასოდ მოამზადებს - განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა
11-10-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ბრიფინგი გამართეს.

„კომპლექსური რეფორმის საკვანძო საკითხი მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის დაფასება და აღიარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიული ზრდისათვის  მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის.

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დაანონსებული სიახლეების შედეგად, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, წელს უკვე მეორედ, უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის მოქმედი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, რაც მასწავლებლების პრესტიჟის, მათი ანაზღაურების ზრდის და რეფორმის სხვადასხვა მიმართულების შედეგია. 

განათლების რეფორმის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა, ქალაქის, რაიონის და სოფლის სკოლებში. კვალიფიციური მასწავლებელი და ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლისთვის. 

ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით. 

გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.

ამასთან ერთად, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ“, - აცხადებენ სამინისტროში. 

მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:

1.  ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2.  ბიოლოგია და ქიმია
3.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
4.  ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
5.  დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

ასევე იხილეთ: მასწავლებლობის მაძიებლები და პრაქტიკოსი პედაგოგები უფასო მომზადების პროგრამაზე რეგისტრაციას ხვალიდან შეძლებენ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება