| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის საჯარო სკოლამ ორი ღვაწლმოსილი მასწავლებელი - ზინა ჭუმბურიძე და ვიოლა ვარდიაშვილი, რომლებმაც კუთვნილი საპენსიო ჯილდო მიიღეს, ღირსეულად გააცილა.
სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობას უხდის.
„სკოლამ ღირსეულად გააცილა ორი ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონები - ზინა ჭუმბურიძე და ვიოლა ვარდიაშვილი.
მოგესალმებით და გეტყვით, რომ თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, რომლებმაც ღირსეულად განვლეთ თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა. თქვენთან ურთიერთობა და თანამშრომლობა დიდი ადამიანური ურთიერთობის აკადემიაა. თქვენ იყავით და ხართ თითოეული კოლეგის მრჩეველი, დამრიგებელი, მესაიდუმლე და მეგობარი . თქვენგან ვისწავლეთ როგორ გვემართა მოსწავლე და კლასი. თქვენ არც კი იცით რამდენი კარგი რამ ვისწავლეთ თქვენგან.
თქვენ ხართ ჩვენი საყვარელი პედაგოგები და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მადლობას გიხდით თქვენს მიერ გაწეული ღვაწლისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“,- ვკითხულობთ მადლობის წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა