სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლამ ენების ევროპული დღე აღნიშნა
04-10-2019
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

თელავის N5 საჯარო სკოლამ ერეკლე II-ს სახელობის  თელავის N1 საჯარო სკოლასთან ერთად ენების ევროპული დღე პირველად აღნიშნა. ღონისძიება  თელავის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ღონისძიება ​კონკურსებით, შემეცნებითი, გასართობი და მუსიკალური აქტივობებით იყო დატვირთული.

ღონისძიება ფრანგული ენის პედაგოგების ხელშეწყობით ჩატარდა. იგი მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და სკოლის პედაგოგებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

ღონისძიების მთავრი მიზანი იყო მოსწავლეებს ენებისა და კულტურათშორისი კავშირების შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.

„სლოგანი - მეტი ვიცოდეთ ევროპისა და ევროპული ენების შესახებ, ლაიტმოტივად გასდევდა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ენა, ენობრივი მრავალფეროვნება, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენს და ადამიანებს აახლოებს“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიების მონაწილეებს ენების ევროპული დღის სამახსოვრო პრიზები დაურიგდათ.

26 სექტემბერს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ენების ევროპული დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება