სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბრილის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია ჭაღალიძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
02-10-2019
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის, ბრილის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია ჭაღალიძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

მაია ჭაღალიძე ბიოლოგიის მასწავლებელი და სკოლის საქმისმწარმოებელია. პედაგოგს სკოლაში სანაქებო მასწავლებლის, პროფესიონალისა და კარგი აღმზრდელის სახელი აქვს და პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავს. 

„ბიოლოგიის მასწავლებელი და სკოლის საქმისმწარმოებელი მაია ჭაღალიძე დაიბადა 1982 წელს, სოფელ გომარდულში. დაამთავრა გომარდულის არასრული და  ბარათაულის საშუალო სკოლები. 1999 წლიდან ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტია, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2003 წელს.

2007 წელს მუშაობა დაიწყო ბრილის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად და საქმისმწარმოებლად.

ახალბედა, ენთუზიაზისტმა პედაგოგმა მუშაობის დაწყებისთანავე გამოავლინა ბავშვებისა და პროფესიის სიყვარული, აღსაზრდელებთან ურთიერთობის, მათ სულიერ სამყაროში წვდომის მომაღლებული პედაგოგიურ- ფსიქოლოგიური ნიჭი და უნარი, რითაც სულ მალე სანაქებო მასწავლებლის, პროფესიონალისა და კარგი აღმზრდელის სახელი დაიმკვიდრა.

12 წელია მაია აღსაზრდელთა ცხოვრებით ცხოვრობს, მათი გონებრივი განვითარებისა და ზნეობრივი ჩამოყალიბებისათვის უანგაროდ, კეთილსინდისიერად იღვწის და იხარჯება. სათანადოდ ერკვევა ბიოლოგიის სწავლების სადღეისო მოთხოვნებში. მის აღსაზრდელებს უყვართ ბიოლოგიისს გაკვეთილები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას და ეხმარება მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაში, სწავლის მოტივაციის სტიმულირებაში, ასწავლის ფიქრის, მსჯელობის, დასკვნის გაკეთების, უვითარებს ლოგიკური აზროვნებას. ასწავლის ბიოლოგიური მოვლენების სწორად გაანალიზებას.

2016 წელს გაიარა ტრენინგი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სპეციალობით - „ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში“.

აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. გავლილი აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგები. მიღებული აქვს სერტიფიკატები და მადლობის სიგელები.

2015 წელს აირჩიეს ბრილის საჯარო სკოლის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის ფასილიტატორად, 2016 წლიდან კი პროექტის ფასილიტატორად სკოლაში, ამასთან დაკავშირებით გაიარა ლიდერობის აკადემიის ტრენინგები.

2017-2018 – 2019 წლებში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღო შუახევის I, II და III მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციებზე.

2019 წელს წარმატებით ჩაატარა გარე დაკვირვების გაკვეთილი, დააგროვა საკმარისი აქტივობები ბაზაში და მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება