| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის ტაკიძეების საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა.
დაწყებითი კლასის პედაგოგი შუშანა ტარიელაძე მენტორი მასწავლებელი გახდა, გეოგრაფიის პედაგოგ ნარგიზ ქათამაძეს კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ტაკიძეების საჯარო სკოლის პედკოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები და ადმინისტრაცია პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოქმედი სქემის მიხედვით, მასწავლებლები ოთხი კატეგორიის მიხედვით ნაწილდებიან. ახალი სქემის განახლებული სტანდარტებით კი, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაუქმდება და დარჩება მხოლოდ სამი კატეგორია, - უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი.
სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, შესაბამისად, იზრდება მასწავლებლის შრომითი ანაზღაურებაც.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა