| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის გუნდმა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებაში „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“გაიმარჯვა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიება ისნის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
პროექტში გამარჯვებული N103 საჯარო სკოლის გუნდი ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ სიმბოლური პრიზითა და მედლებით დააჯილდოვა.
კულტურული ღონისძიება ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ისნის რაიონში არსებული 20 საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის 200 - მა მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტის ფარგლებში, ღია სივრცეში სხვადასხვა თამაშები მოეწყო, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ისტორიის დიდი ბრძოლები გააცოცხლეს. თამაშები როგორც ფიზიკურ, ასევე ინტელექტუალურ ნაწილს მოიცავდა.
„სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი დღე იყო. ბავშვები სპორტულ და ინტელექტუალურ აქტივობებში ჩაერთნენ და საქართველოს ისტორიის შესახებ ბევრი ახალი ინფორმაციაც მიიღეს. პროექტის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ასევე, ცოდნის გაღმავება, რაც ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად ჩავატარებთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი