სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯა მეცნიერულ კვლევებზე 1 წელში? - მიმართულება, სადაც მკვლევარების დიდი ნაწილი მუშაობს
27-09-2019
-
+


საქართველოში მეცნიერული კვლევები 2018 წელს 56 დაწესებულებამ განახორციელა, მათგან 47 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. მათ მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 128.3 მილიონი ლარი შეადგინა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 

კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რაოდენობამ გასულ წელს 15 522 შეადგინა, საიდანაც 11 174 მკვლევარები წარმოადგენდნენ. მკვლევარების 53% ქალია, ხოლო 47% კაცი. მათი 65.6% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 30.1% - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 4.2% ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.

რაც შეეხება მკვლევარების ასაკის მიხედვით განაწილებას, ქალებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო კაცებში - 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი, რომელთა საერთო რაოდენობა 2 745-ია, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ. ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 500-მდე კაცია დასაქმებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება