სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N84 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებით თამაშში - „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“ მონაწილეობდნენ
27-09-2019
-
+



თბილისის N84 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი შემეცნებით თამაშში - „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“ მონაწილეობდა.

სკოლის გუნდს მოსწავლეები: გუნდის კაპიტანი - ანი ბარამაშვილი, გუნდის წევრები - ნანა სარდარიანი, გიორგი ლუხავა, ლევან ჩუთლაშვილი, მაია მარტიაშვილი, აკაკი კალანდაძე, გიორგი გუნთაიშვილი, თეკლე ბოჭორიშვილი და ლუკა ამისულაშვილი წარმოადგენდნენ.

გუნდს სკოლის დირექტორი, მანანა ბაციკაძე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, კახაბერ ნიკოლაძე ახლდნენ თან.

,,გააცოცხლე საქართველოს ისტორია“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, ბაზალეთში, სასტუმრო ,,ოქროს აკვანის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

თამაშში ისნის რაიონის საჯარო სკოლების მეათე - მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეულ სკოლას 9 მოსწავლისაგან შემდგარი ერთი გუნდი ჰყავდა წარმოდგენილი.

თამაშის წესები შემდეგნაირი იყო: სპეციალურად თამაშისთვის შექმნილ რუკაზე, აღნიშნული იყო ადგილები, სადაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები გაიმართა. ქალაქები და ბრძოლები დანომრილი იყო ქრონოლოგიურად - უძველესიდან, უახლესისკენ (სულ 10 ბრძოლა - 10 ეტაპი). გუნდებს დაევალათ, დაეგროვებინათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია აღნიშნულ ბრძოლებზე, დავალებების შესრულებით კი „ბრძოლებში“ გასამარჯვებლად საჭირო რესურსს (ქვეითი არმია, ცხენოსნები, ზარბაზნები და ა.შ) მოიპოვებდნენ, იმარჯვებდნენ პირობით ბრძოლებში და გაიარეს ათივე ეტაპი, რის შემდეგაც მიღებული ცოდნა ბონუს კითხვების სახით შემოწმდა, თითოეულ სწორად გაცემულ პასუხზე გუნდს ქულა ემატებოდა, რაც თამაშში წარმატების მიღწევის საწინდარი გახდა.

სკოლა მადლობას უხდის თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებელს, კახაბერ ლაბუჩიძეს და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენლებს, ელენე დადიანსა და ანდრო ჩაჩანიძეს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. სკოლა სხვადასხვა პროექტებში კვლავ ჩართულობის სურვილს გამოთქვამს.

სკოლა ასევე მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს: გუნდის კაპიტანს - ანი ბარამაშვილს, გუნდის წევრებს, ნანა სარდარიანს, გიორგი ლუხავას, ლევან ჩუთლაშვილს, მაია მარტიაშვილს, აკაკი კალანდაძეს, გიორგი გუნთაიშვილს, თეკლე ბოჭორიშვილს და ლუკა ამისულაშვილს პროექტში ჩართულობის, კარგი თამაშისა და მიღწეული წარმატებისთვის, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება