| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის N8 საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეები მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის 2019-ის ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეები უნივერსიტეტის ლექტორსა და სხვადასხვა პროფესორებს შეხვდნენ, დაათვალიერეს ლაბორატორიები და ეწვივნენ ბიბლიოთეკას. ასევე თემაზე - „გეოინფორმაციული სისტემის შექმნა ძველი მცხეთის ტურისტული მარშუტის მაგალითზე“ ტრენინგი გაიარეს.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: გიგი ფეიქრიშვილმა, ლუკა ტაბატაძემ, მზია ბერდეხელიამ, მარიამ მაღლაფერიძემ და მარიამ წივილაშვილმა ტრენინგის მსვლელობის დროს დიდი აქტიურობა გამოიჩინეს პრაქტიკული დავალებების შესრულებაში და სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები დაიმსახურეს. აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის N8 საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა