სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

ახალბედა მასწავლებლების პირველი დღე სკოლაში - „რთულია, როდესაც უამრავი ბავშვი ერთად გიყურებს და შენგან სიახლეს ელის“
18-09-2019
-
+


განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებმა, კერძოდ კი, პენსიონერი მასწავლებლებისთვის დამსახურებული ჯილდოს შეთავაზებამ, სკოლებში მეტი ვაკანტური ადგილი გააჩინა და ახალგაზრდა პედაგოგებს სისტემაში შესვლის მეტი შესაძლებლობა მისცა. შესაბამისად, ახალ სასწავლო წელს ბევრი სკოლა ახალი კადრებით, მათ შორის, ახალბედა მასწავლებლებით შეხვდა. 

პირველი დღე სკოლაში, როგორც მოსწავლეებისთვის, მათთვისაც ამაღელვებელი აღმოჩნდა. მოსწავლეები ემოციებით შეხვდნენ, მშობლები ენდნენ, თვითონ კი, თვლიან, რომ მეტის გაკეთება ევალებათ და შეუძლიათ, მეტი მოლოდინი აქვთ... 

ახალბედა მასწავლებლები, რომლებმაც მიმდინარე 2019-2020 სასწავლო წელს პირველად შეაღეს სკოლის კარი, etaloni.ge-სთან პირველი დღის შთაბეჭდილებებზე საუბრობენ:  

გიორგი ჭანტურია, თბილისის N71 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 30 წლის

„განათლების კოალიციის დირექტორი ვარ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრშიც ვმუშაობდი. დაახლოებით 7 წელია, განათლების საკითხებზე ვმუშაობ, მაგრამ უფრო, პოლიტიკის დონეზე. თუმცა, წელს სკოლაში შესვლა პირველად გადავწყვიტე...

ძალიან რთულია, როდესაც 20-30 ადამიანი ერთად გიყურებს და შენგან უამრავ სიახლეს ელის. თუ, ვთქვათ, რაღაც მომენტში გაგეპარა ყურადღება და თუნდაც ერთი მოსწავლე სხვა რაღაცით არის გართული, შემდეგ უკვე ის მთელ კლასს აიყოლიებს. ის ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება არა აქვთ და შედარებით მარტივად უყურებენ ამ პროფესიას, ნამდვილად ცდებიან. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი არ არის კონკრეტული გაკვეთილისთვის კარგად მომზადებული, აუცილებლად ჩაუვარდება გაკვეთილი, კარგად მომზადებული საგაკვეთილო გეგმა უნდა ჰქონდეს, რომელიც შეიძლება მოსწავლეებმა მთლიანად ამოუყირავონ, მაგრამ ალტერნატიული გეგმისთვისაც უნდა იყოს მომზადებული.

რაზეც ვისაუბრე, სწორედ ეს დამემართა პირველ დღეს. შევედი გაკვეთილზე და მეგონა, რომ რაღაცით დავაინტერესებდი ბავშვებს და ამ დროს, მათგან სულ სხვა ემოცია წამოვიდა. პირველი დღე უფრო გაცნობითი ხასიათის იყო და მაქსიმალურად ვეცადე, მათ ინტერესებში გავრკვეულიყავი. ბიჭებს უფრო სპორტზე, კალათბურთზე ვესაუბრე, მინდოდა მათი ნდობა პირველივე დღეს მომეპოვებინა და მისაღები მასწავლებელი გავმხდარიყავი. გავესაუბრე გოგონებსაც მათი ინტერესების შესახებ, ვკითხე, თუ როგორი გაკვეთილი სურთ, რომ გვქონდეს. 

ძალიან ემოციური დღე იყო. კლასში შესვლისას დირექციამ წარმადგინა, როგორც ახალგაზრდა, ენერგიული პედაგოგი და მოსწავლეებმაც კეთილი განწყობით მიმიღეს, გაუხარდათ ახალგაზრდა მასწავლებელი. ბევრი მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, რომ „ყველაზე კარგი მასწავლებელი ვარ“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლაც გახდე საყვარელი მასწავლებელი და მოსწონდეთ შენი გაკვეთილი, ბევრი პარალელური პროცესია გასათვალისწინებელი ერთდროულად და ამ ყველაფრის კოორდინირება ძნელია. როცა ყველაფერს ერთად წარმატებით გაართმევ თავს, შეიძლება თქვა, რომ შენგან მასწავლებელი შედგა“. 

მირანდა ჩხიტუნიძე, თბილისის N11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, 22 წლის:

„სკოლით, ბავშვების სიყვარულის გამო დავინტერესდი.  წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და დაწყებითი სკოლის პედაგოგად შემოვედი. ცოტა ვღელავ, იმიტომ, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში გამოუცდელს, ამავე დროს, დამრიგებლობაც მიწევს, თუმცა პატარებისგან წამოსული სიყვარული და სითბო, ამ მღელვარებას მავიწყებს.

ბავშვებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება მაქვს უნივერსიტეტის პრაქტიკებიდან გამომდინარე და მოლოდინებიც მეტი მქონდა, მაგრამ ნერვიულობის გამო, ჩემი მაქსიმუმი ვერ გავაკეთე, სამწუხაროდ! შევეცდები, მომავალში ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. ჩემი მოსწავლეების მშობლებს, ალბათ ცოტა შიში აქვთ, ჩემი ასაკის და გამოუცდელობის გამო. რა თქმა უნდა, მე რომ მშობელი ვიყო, მეც შემეშინდებოდა, მაგრამ ვეცდები, მათი ნდობა გავამართლო და ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგი და წარმატებული წელი გვექნება.

მასწავლებლების მხრიდან დამოკიდებულება კი, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. ყველანაირად მხარში მიდგას, დირექტორიდან დაწყებული თითოეული მასწავლებელი და მინდა მათ ამისათვის მადლობა გადავუხადო. ყველა მეხმარება, როგორც ახალბედას და მაძლევენ შანსს, დავიმკვიდრო თავი სკოლაში“. 

ქრისტინე ღონღაძე, თბილისის N167 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 26 წლის:

„მასწავლებლის პროგრამა წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დამთავრებული მაქვს მაგისტრატურაც. მადლობელი ვარ იმ სკოლის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და თან არაჩვეულებრივი სამუშაო რესურსი და ბავშვები დამახვედრა. ემოციები გაცილებით მეტია, ვიდრე ველოდი, იმიტომ, რომ ბავშვი უშრეტი ენერგიის და ემოციის წყაროა და მათგან ზოგჯერ ისეთი იდეები მოდის, რასაც ვერ წარმოიდგენ, რომ ამ ასაკში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. რეალურად, საკმაოდ დიდები არიან იმისათვის, რომ ზუსტად ისე იფიქრონ, მოსწონდეთ და უხაროდეთ, როგორც გამოხატავენ. უხარიათ ახალგაზრდა მასწავლებელი, მაგრამ ცოტა გაკვირვებასაც გამოხატავენ მის გამო.

პირველივე გაკვეთილზე „მოლოდინების ხე“ გავაკეთებინე და ვთხოვე, დაეწერათ, ვის რა მოლოდინი ჰქონდა. თვითონ გამოთქვეს სურვილი, რომ თუ მრავალფეროვანი და შემეცნებითი გაკვეთილები გვექნება, ძალიან კარგი იქნება.

უზომოდ დადებითი მუხტით გამოვედი, მღელვარე დღე იყო. იდეალური დისციპლინა რა თქმა უნდა, არ გვქონია და არც ველოდი ამას პირველივე დღეს, რადგან ძალიან აჟიტირებულები იყვნენ, მაგრამ სამომავლოდ, ეს ხმაური თუ საქმეში გადავა, ძალიან კარგი იქნება“. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება