სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური მიდგომა და მუდმივი მხარდაჭერა თითოეული მოსწავლისთვის“ - მარინე  ჩომარიანი, ვაჩიანის საჯარო სკოლის დირექტორი
12-11-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე  ჩომარიანი ქმნის საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მოსწავლე გრძნობს თავს უსაფრთხოდ, დაფასებულად და მოტივირებულად.

მისი თქმით, სკოლამ გარდა ხარისხიანი განათლბის გარდა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, მათ პიროვნულ ზრდას. მისი თქმით, სკოლის წარმატება იზომება არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებით, არამედ იმით, რამდენად ბედნიერები და განვითარებულები არიან მოსწავლეები. სწორედ ამ მიზნისკენაა მიმართული როგორც პედაგოგთა, ისე ადმინისტრაციის ყოველდღიური შრომა.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ვაჩიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე  ჩომარიანი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო, თბილი და მზრუნველი გარემო, სადაც ბავშვები თავისუფლად განავითარებენ თავიანთი უნიკალურ შესაძლებლობებს. აუცილებელია, მაღალი ხარისხის სწავლება, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას და პიროვნულ ზრდას. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური მიდგომა და მუდმივი მხარდაჭერა თითოეული მოსწავლისთვის.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად განვითარებულები და ბედნიერები არიან მოსწავლეები. მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ზრდიდეს მოტივირებულ, პასუხისმგებელ და შემოქმედებით პიროვნებებს. წარმატებულია სკოლა, სადაც ერთიანად მუშაობენ მოსწავლე, მასწავლებელი და საზოგადოება საერთო მიზნისთვის.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან მხოლოდ ერთიანი და შეთანხმებული გუნდი შეძლებს საერთო მიზნების მიღწევას. როცა პედაგოგები და თანამშრომლები ერთმანეთს უჭერენ მხარს, მუშაობის ხარისხი და მოტივაცია იზრდება. ერთიანობა ქმნის დადებით ატმოსფეროს, რაც პირდაპირ აისახება მოსწავლეთა განვითარებაზე.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ადამიანი — თითოეული მოსწავლე, პედაგოგი და თანამშრომელი. მათი განვითარება, კეთილდღეობა და ურთიერთპატივისცემა ქმნის ჩვენი სკოლის ნამდვილ ძალას. სწორედ ეს ადამიანური ურთიერთობები განსაზღვრავს სკოლის სულს და წარმატებას.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ჩვენი შრომა შედეგიანია. ეს მაძლევს ძალას და სტიმულს, კიდევ უფრო გავაუმჯობესო სასკოლო გარემო. მოტივირებული მოსწავლე კი ყველაზე დიდი წარმატებაა ნებისმიერი დირექტორისთვის.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

-  ყველა მხარის მოსმენას და გადაწყვეტილების მიღებას ობიექტურად, ემოციების გარეშე. ეს ნიშნავს წონასწორობის პოვნას წესებსა და ადამიანურ თანაგრძნობას შორის. სამართლიანობაა ის საფუძველი, რაზეც ნდობა და გუნდური სული შენდება სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება