სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლაში სწავლა არ ნიშნავს მხოლოდ წიგნებიდან მიღებულ ცოდნას, არამედ - ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილსაც“- ბირკიანის სკოლ​ის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი
12-11-2025
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ეთერ წინწალაშვილის ხელმძღვანელობით, შექმნილია გარემო სადაც მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სწავლობს ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილსაც

სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოს, სადაც სწავლა არის მრავალფეროვანი და საინტერესო, მასწავლებელი კი - მშობლის მეგობარი.

მისი თქმით, სკოლის წარმატება იზომება არა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ თუ რამდენად ბედნიერები და მოტივირებულები არიან მოსწავლეები. მოტივირებული მოსწავლე კი მისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის​ საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი წინწალაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო. სწავლა იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო, ასევე მასწავლებელი უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს ინდივიდუალურ განვითარებაში. მშობელსა და სკოლას შორის უნდა იყოს მეგობრული ურთიერთობა.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- როგორი ბედნიერი და მოტივირებულები არიან მოსწავლეები, იღებენ ხარისხიან განათლებას. მასწავლებლებლები არიან პროფესიონალები. სკოლაში ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია თანასწორი უფლებებით. სკოლაში სწავლა არ ნიშნავს მხოლოდ წიგნებიდან მიღებულ ცოდნას, არამედ ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილსაც.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ერთობლივი გარემო ხელს უწყობს, როგორც პროფესიულ ისე პიროვნულ განვითარებასაც. ასე უფრო მარტივია საერთო მიზნის მიღწევა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის..

- თბილი გარემო და ურთიერთპატივისცემა. ვერანაირი ცოდნა ვერ გადაწონის ზრდილობის და პატივისცემის ფასს.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ჩემს შრომას და მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ეს არის ჩემთვის უფრო მეტი სტიმული, რომ მეტი მოვინდომო და მეტი ვასწავლო.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- როდესაც ადამიანი არ ემორჩილება თავის სიბრაზეს და გადაწყვეტილებას იღებს პატიოსნად, ეს  ჩემთვის ნიშნავს წესების, სინდისის და ადამიანური ღირსების დაცვას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- გაიზრდება უამრავი  წარმატებული და ღირსეულ მოსწავლე. მოსწავლეები არა მხოლოდ წიგნიდან მიიღებენ ცოდნას, არამედ ისწავლიან ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებას, თანამშრომლობას და ცხოვრებისეულ სიყვარულს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება