სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივირებულია მოსწავლე, როცა სწავლების ხარისხი მაღალია, პედაგოგები კი პროფესიონალურად ასრულებენ საქმეს“- ქისტაურის სკოლის დირექტორი ნანი შუქურაშვილი
12-11-2025
-
+


მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლას დირექტორი ნანი შუქურაშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს და სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს.

მისი თქმით, მოსწავლის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მყუდრო, უსაფრთხო და მის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო. მოტივირებული მოსწავლე კი ნიშნავს, რომ სწავლების ხარისხი მაღალია და მასწავლებლები პროფესიონალურად ასრულებენ თავიანთ საქმეს.

მისი ხედვით, სკოლის წარმატება იზომება შედეგებით - თუ რა მიღწევები აქვთ მოსწავლეებს და კურსდამთავრებულებს, ასევე როგორ იყენებენ ისინი მიღებულ ცოდნას. სკოლის წარმატებისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი შუქურაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...

- სკოლაში იყოს მყუდრო, უსაფრთხო, მოსწავლის განვითარებაზე მორგებული გარემო.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რა მიღწევები აქვს სკოლას, მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს, როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას სკოლაში.

კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან ...

- გუნდურობა, კოლექტურობა განაპირობებს სკოლის წარმატებას.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ხარისხიანი სწავლა-სწავლება, მომავლის მოქალაქეების ღირსეული აღზრდა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ ...

- სწავლების ხარისხი არის მაღალი, მასწავლებლები არიან პროფესიონალები.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ავტორიტეტის ამაღლებას, ნდობის მოპოვებას, ურთიერთპატივისცემასა და  სიყვარულს.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ყველა ინდივიდი, მასწავლებელიც და მოსწავლეც სიხარულით ხვდებიან ერთმანეთს, არის თბილი და სასიამოვნო გარემო, სადაც  ყველამ იცის რა უნდა აკეთოს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება