სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მოსწავლეები ცოტას კითხულობენ“ - უჭირთ თუ არა აბიტურიენტებს მხატვრული ტექსტის ანალიზი დირექტორების აზრით
06-09-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართულის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლოლაძემ ETALONI.GE-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოცდების შედეგების მიხედვით, აბიტურიენტებს მხატვრული ტექსტის ანალიზი უჭირთ. მისივე თქმით, ზოგიერთ მოსწავლეს წარმოდგენაც არა აქვს ტესტის ფორმატზე.

რამდენად ეთანხმებიან სკოლებში  ნანა ლოლაძის ამ მოსაზრებას? - ამ საკითხის გასარკვევად ETALONI.GE  სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დერჩის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან კიკიტაძე:

„ბოლო წლებში სკოლაში დამამთავრებელი კლასები არ გვყოლია, თუმცა ჩემს მოსწავლეებს ტექსტის ანალიზი ნამდვილად არ უჭირთ. მოსწავლე, რომელიც სტუდენტობისთვის ემზადება, ვფიქრობ, ტექსტის ანალიზი უნდა შეეძლოს“.

თბილისის N158 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მელქაძე:

„ვეთანხმები ნანა ლოლაძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწავლეებს მხატვრული ტექსტის ანალიზი უჭირთ, ტექსტის ანალიზი არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ, პედაგოგებისთვისაც რთულია. მიმაჩნია, რომ მოსწავლეები ცოტას კითხულობენ, ვერ აკავშირებენ სიტუაციებს ერთმანეთთან და ამ პრობლემის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. ამ შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად გამოსავალს წიგნების კითხვაში ვხედავ. როდესაც ბავშვი წიგნებს კითხულობს, მეტი მსჯელობა შეუძლია, კრიტიკულად უყურებს საკითხებს და მეტად აზროვნებს“.

ხობის მუნიციპალიტეტის  ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი ლიპარტია:

„მე ძირითადად  ვეთანხმები ნანა ლოლაძის მოსაზრებას მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებით, რადგან მოსწავლეებს არ უყვართ კითხვა და მხოლოდ ინტერნეტზე არიან დამოკიდებულები. მეტს რომ კითხულობდნენ, ანალიზის გაკეთებასაც მეტად შეძლებდნენ. რაც შეეხება გამოსავალს, ვფიქრობ, პედაგოგებმა მეტად უნდა მოვინდომოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენი სკოლის მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს საუკეთესო განათლება მისცენ, თუმცა თვითონ მოსწავლეები არ არიან მონდომებულები“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ დევაძე:

„კრიტიკული აზროვნება როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს უჭირთ. პედაგოგები ვალდებულები არიან, მეტად განუვითარონ მოსწავლეებს ტექსტის ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაშიც არსებობს მხატვრული ტექსტის ანალიზის პრობლემა, თუმცა პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს  კარგი განათლება მისცენ“.

დმანისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბეჟუაშვილი:

„ჩემი სკოლის მოსწავლეებს ნამდვილად არ უჭირთ მხატვრული ტექსტის ანალიზი, აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართულის ჯგუფის ხელმძღვანელის მოსაზრებას“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თამარისის საჯარო სკოლის დირექტორი მზია კაპანაძე:

„ჩვენს სკოლაში აზერბაიჯანულ კონტიგენტს ვასწავლით. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს  მხატვრული ტექსტის ანალიზი ნამდვილად უჭირთ“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია:

„მე ვეთანხმები ნანა ლოლაძის განცხადებას, რადგან მოსწავლეებს ნამდვილად უჭირთ მხატვრული ტექსტის ანალიზი. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მიზეზი ის არის, რომ ისინი ცოტას კითხულობენ. გამოსავალს კი მეტ შრომაში, კითხვასა და უკეთეს პედაგოგებში ვხედავ. მიმაჩნია, რომ განათლებაში მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ესმა მოსიაშვილი:

„მოსწავლეები სათანადოდ არ კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას და ამიტომ უჭირთ მხატვრული ტექსტის ანალიზი. ამ შემთხვევაში გამოსავალს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ვხედავ“.

ბათუმის N18 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან დავითაძე:

„ვეთანხმები ნანა ლოლაძის  მოსაზრებას და მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს ნამდვილად უჭირთ მხატვრული ტექსტის ანალიზი. ჩემი აზრით, მოსწავლეები პირველი კლასებიდანვე უნდა იყვნენ შეჩვეულები ტექსტის გააზრებას. გარდა ამისა, სწავლების პროცესში პედაგოგებმაც მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ მხატვრული ტექსტის გააზრებაზე".

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება