სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო გრიფირების ახალ წესზე მუშაობს - მიხეილ ბატიაშვილი
04-09-2019
-
+


განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესზე მუშაობს - აღნიშნულის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.

„შემოდგომიდან სახელმძღვანელოების მიმართულებითაც იგეგმება სიახლეები. წელს  უკვე გვაქვს მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, როგორც ხარისხობრივად,  ასევე ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ უფრო უკეთესი გვჭირდება. გრიფირებასთან დაკავშირებით  გვექნება ახალი ინიციატივები, რაც რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს სახელმძღვანელოების ხარისხს.  ჩვენ მთელი ზაფხული  ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებდით ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ვმუშაობდით გრიფირების ახალ წესზე და ეს ცვლილებები რასაც შემოგთავაზებთ, დადებითად აისახება თითოეული სკოლაზე და  თითოეული სახელმძღვანელოს ხარისხზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

პარლამენტმა ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეს დაიწყო, რომელიც 8 სექტემბერს კენჭისყრით დასრულდება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს განაცხადა, 3 სექტემბერს კი მთავრობის მეთაურობის ახალ კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დასახელდა. პრემიერ-მინისტრის გადადგომით გადაყენებულად ითვლება მინისტრთა კაბინეტი. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მოუსმინოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, მოისმინოს მათი სტრატეგია და კენჭი უყაროს.

იხილეთ ასევე: „სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას“ - მიხეილ ბატიაშვილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება