სიახლეები
სკოლები

ირგანჩაის სკოლის მასწავლებელი პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს
03-09-2019
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის, ირგანჩაის საჯარო სკოლაში პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მასწავლებელი ნატო კვარაცხელია პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს:

პედაგოგის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ჩემ შესახებ

„ეს ყველაფერი ერთი ზარით დაიწყო: ,,გთხოვთ, მობრძანდეთ გასაუბრებაზე მასწავლებელთა სახლში“... ელ.ფოსტაზე მოსული შეტყობინება: ,,თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრება“... და პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“- ახალი ეტაპი ჩემს
ცხოვრებაში...

...სვანეთი... მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში დავიბადე, სვანეთში არასოდეს ვყოფილვარ... დაუოკებელი სურვილი - მეხილა იგი... მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელი იელი: სულ 19 კომლია.

მანამდე ძალიან ნაყოფიერი, ეფექტური და კარგად ორგანიზებული ტრენინგი ქალბატონ ქეთი ოსიაშვილთან... შეძენილი კოლეგები, რომლებიც მეგობრები გახდნენ.

... ტრაფარეტი ზუგდიდის გასასვლელში: ,,მესტია--137 კმ“... შემოპარული შიში - სად მივდივარ, თუ ამხელა მანძილი მთებში უნდა გავიარო... სულ მაღლა და მაღლა.. ენგურს თავიდან გვერდიგვერდ მივყვებოდით, ბოლოს კი ხეობაში ძაფივით მოსჩანდა... ისევ-სად მივდივარ?... ალბათ ღმერთთან ახლოს--ვიმშვიდებ თავს. ...დახვედრა და მიღება - სტუმართმოყვარეობის ეტალონი... ცნობისმოყვარე თვალები - ვინ არიან?

მერცხლის ბუდის მსგავსი სკოლა, 9 კლასი 11 მოსწავლით, სკოლაში ყველა (თანამედროვე) პირობა სწავლა-სწავლებისთვის, სკოლას გადაყოლილი დირექტორი ქალბატონი ლეილა ხვიბლიანი - დირექტორი, რომელმაც პირველმა ,,გაბედა“ და მოითხოვა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მასწავლებლები პირველივე - 2009 წელს... მუდამ მომღიმარი, დაძაბული, რომ ყველაფერი კარგად უნდა გამოუვიდეს... ოთხნი ვიყავით... „რას ვერ შევძლებთ“... შევძელით, კალენდარზე წითლად მონიშნული არც ერთი დღე ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენია... მოტივირებული მოსწავლეები, მშობლები, თემი... სარაიონო ტურნირი ჭადრაკში ( ორგანიზატორი არჩილ ბურჯანაძე), სარაიონო კონკურსი ,,ინტელექტი“ (მაკა გელაშვილთან, არჩილ ბურჯანაძესთან და ია კუბლაშვილთან ერთად) - პირველ წელს 9 სკოლა მონაწილეობდა, მომდევნო წელს კი - 23. სასწავლო წლის ძალიან პოზიტიური დასრულება - სასწავლო-შემეცნებითი პროექტი ,,სტუმრად დედაქალაქში - სპონსორი საქართველოს ლატარიის კომპანია. სამი დღე დედაქალაქს სტუმრობდნენ იელის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მთაწმინდის პარკი, ზოოპარკი, გასართობი ცენტრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, საოცარი მასპინძლობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ იელის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განაახლა, ლატარიის კომპანიამ ყველა მოსწავლეს პლანშეტი აჩუქა, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კი მათში ელექტრონული წიგნები ჩაუტვირთა...
გახარებული ბავშვები, კმაყოფილი პედაგოგები და მშობლები... ისევ გამოგვივიდა (ია კუბლაშვილთან ერთად)... ორი წელი გავატარე სვანეთში.

2016 წლის სექტემბერი რადიკალურად განსხვავებულ გარემოში დავიწყე მოღვაწეობა... დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლა -სოფელი მთლიანად აზერბაიჯანულია, 450 მოსწავლე, აქედან მხოლოდ 42-ია ქართულ სექტორში... პირველი კლასი 3 მოსწავლით, რომლებმაც არც ერთი სიტყვა არ იციან ქართულად... შემოპარული შიში - შევძლებ? მე ხომ მათი ენა არ ვიცი, იქნებ... ასე ჯობს, უფრო ისწავლიან ქართულს.

პატარები ძალიან ნიჭიერები აღმოჩნდნენ. ფეხდაფეხ მომყვნენ. შევქმენი თვალსაჩინოებები, რადგან ჩემი მთავარი იარაღი ჟესტები და თვალსაჩინოებები უნდა ყოფილიყო...

ყველაფერს ახლავს პრობლემები, მით უმეტეს, როცა სხვა ტრადიციებია, სხვა შეხედულებები, თანამედროვეობის დეფიციტი - მყარად გამჯდარი კომუნისტური მიდგომები... ფრთხილი და დელიკატური მიდგომა იყო საჭირო... პირველი-ნდობის მოპოვებაა, რომელიც მარტივად არ მოვა... შევძელი (ნდობის მოპოვება), ნელ-ნელა შეცვლილი მენტალიტეტი-ჩვენ ყველაფერი ვიცით... ტრენინგები სქემაზე, გაკვეთილის სტრუქტურაზე და დაგეგმვაზე... გალღვა ყინული, მორიდებული თხოვნა ჟურნალების შევსებაზე, ნიშნების გამოყვანაზე და სხვა.

ქართველ მასწავლებლებთან ერთად ჩავატარეთ ქართულ-აზერბაიჯანული სექტორის ერთობლივი საახალწლო ღონისძიება - ქართული ლექსები, ქართული სიმღერები და ცეკვები-არ ყოფილა მარტივი... შევქმენით მკითხველთა კლუბი ,,პატარა მკითხველი“ კითხვის პოპულარიზაციის და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით. სკოლაში არ იყო ქართული მხატვრული ლიტერატურა. ქართველი მასწავლებლების თანადგომით ჩვენი სახსრებით შევიძინეთ პატარ-პატარა ზღაპრები, მოთხრობები და საფუძველი ჩავუყარეთ ქართულენოვან ბიბლიოთეკას, ვიმუშავეთ მის გამრავალფეროვნებაზე: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სახსრებით გარემონტდა ოთახი, სადაც ბინა დაიდო ქართულენოვანმა ბიბლიოთეკამ... ,,ასწავლე საქართველოს“ პროგრამაში მიღებული გამოცდილების წყალობით მოვიგეთ საგრანტო პროექტის ფარგლებში 450$ ოდენობის თანხა, რითაც შევიძინეთ ბიბლიოთეკისთვის მოსწავლეებისთვის მიმზიდველი ავეჯი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ბატონი გიორგი კეკელიძის თანადგომით შეივსო და გამრავალფეროვნდდა წიგნადი ფონდი, დიდი რაოდენობის საჩუქარი ჩამოგვიტანა პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის“ მესვეურებმა ქალბატონებმა ლალი წიკლაურმა და თამთა ნაცვალაძემ.

პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩემთვის მრავლისმომცემი აღმოჩნდა: იელიდან (სვანეთი) ირგანჩაიში (დმანისი), ქართული სამყაროდან აზერბაიჯანულში - ეს მოძრაობა ითხოვდა ადაპტაციას, ნებისყოფის სიძლიერეს. სხვადასხვა დონის, შეხედულებების, ტრადიციების და მისწრაფებების მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობამ პროფესიულად, ვფიქრობ, ძალიან გამზარდა: მომიწია მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, ახლის მოფიქრება და გამოგონებაც კი, რომ სწავლება ეფექტური გამომსვლოდა. ზოგან იყო ხელშეწყობა, ზოგან არა, მაგრამ... წამოხვედი? -უნდა შეძლო. რთულია ეს ყველაფერი და შეიძლება ზოგჯერ შეუძლებელიც გგონია რომ არა პროგრამის ხელმძღვანელების მორალური თანადგომა, ყურადღება, მათგან წამოსული პოზიტივი, მუდმივად ინფორმირებულობა მათი მხრიდან და რომელი ერთი ვთქვა.

პროგრამამ მასწავლა ახლობლების მონატრების გაძლება, მოთმენა, ბევრ რაღაცაზე თვალის დახუჭვა ურთიერთობების გადასარჩენად... პროგრამამ ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩემი თავი ხელახლა აღმომაჩენინა...

დავემშვიდობე ჩემს პაწუკებს და ვეუბნები: ,,სკოლა დამთავრდა, ფოთლები რომ გაყვითლდება, მაშინ უნდა მოხვიდეთ სკოლაში და მეორეკლასელები იქნებით მეთქი“. გამიდი მყავს ერთი ძალიან მოწესრიგებულია და მეუბნება: ,,მასწლო (მთლიანად ვერ ამბობდა) ახლა წადი სახლში, კარტოფილი ამოიღე, მოდი სკოლაში“ - ანუ ახლა წავალ სახლში და როცა კარტოფილის ამოღება იქნება, მაშინ მოვალ სკოლაშიო. შემოდგომა კარტოფილის მოსავლის აღებას დაუკავშირა და სკოლაში მოსვლაც მას მიაბა... ბოლო დღეს პირობა ჩამომართვეს, რომ 12 კლასის დამთავრებამდე უნდა ვიყო მათი მასწავლებელი...
ძალიან საყვარლები არიან.
აი, ასეთია ჩვენი ამბავი“.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

 მეორე სესიაზე დაგვიანებით მივიდა 2 აბიტურიენტი

საუკეთესო გაკვეთილის ან პროექტისთვის მასწავლებლის სახლმა პედაგოგები დააჯილდოვა

ცნობლია, რა დაწერეს აბიტურიენტებმა ინგლისური ენის გამოცდაზე - „ესეს თემა ქართულ რეალობას შეესაბამებოდა“ 

როდის დაგერიცხებათ საშვებულებო ანაზღაურება - სამინისტროს განმარტება

დაფიქსირდა 3 დაგვიანება - ინგლისურის გამოცდის დეტალებზე NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სკოლის პედაგოგებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებისთვის“
 
 
 
საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება