სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ჩვენი სკოლის კომპიუტერები გაუმართავია“- დირექტორები სასკოლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ
29-08-2019
-
+


დღევანდელ რეალობაში უამრავი აქტუალური პრობლემაა მოსაგვარებელი, თუმცა მათგან ერთ-ერთი გამორჩეული განათლების სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზებია.

ინფრასტრუქტურული პრობლემები, გაუმართავი ინტერნეტი, კლასების გადატვირთულობა - ეს იმ მცირე პრეტენზიების ჩამონათვალია, რომლებიც მშობლებს სკოლების მიმართ გააჩნიათ.

Etaloni.Ge სკოლაში არსებულ ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ხარვეზებთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

გორის მუნიციპალიტეტის თორტიზის საჯარო სკოლის დირექტორი - მარეხ იოსებიძე:

„ჩვენი სკოლა ახალი აშენებულია. ამიტომ, ამ ეტაპზე სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს. ინტერნეტ პროვაიდერი შეიცვალა და არ ვიცით, როგორ იმუშავებს ახალი ინტერნეტი. ჩვენი სკოლის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ბიბლიოთეკა ძალიან მწირია, რადგან წიგნადი ფონდი დაიწვა, სადაც ქიმიის, ფიზიკის კაბინეტები იყო. სამინისტროს უკვე მივწერეთ და გვპირდებიან მის გაკეთებას“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლის დირექტორი - ქეთევან როყუა:

„ჩვენი სკოლის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სპორტული დარბაზი სარემონტოა. სკოლის რეაბილიტაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება ამ ეტაპზე, არ იგეგმება. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, ამ თვალსაზრით ყველა საკითხი მოგვარებულია“.  

ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი - ტარიელ სირბილაძე:

„სკოლაში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად გვქონდა, თუმცა საკითხი უკვე გადაიჭრა. ჩვენი სკოლის ინვენტარი ახალია. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ხარვეზები არ გვაქვს. ჩვენი სკოლის ერთადერთი მოსაგვარებელი საკითხი გათბობის ბუნებრივ აირზე გადატანაა, თუმცა განათლების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სააგენტო ამ წლის ბოლომდე შეგვპირდა პრობლემის მოგვარებას“.

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორი - ჯეირან კოღუაშვილი:

„ჩვენი სკოლის რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. შენობა აღჭურვილია საუკეთესო ლაბორატორიებით, თუმცა ჩვენი უდიდესი პრობლემა ის არის, რომ  სკოლას არ გააჩნია სპორტდარბაზი. როგორც მოგეხსენებათ, სპორტის გაკვეთილების საათების რაოდენობა დაწყებით კლასებში  გაიზარდა, თუმცა ჩვენი სკოლის პედაგოგები გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ატარებენ. „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ თანამშრომლები შეგვპირდნენ სპორტდარბაზის გაკეთებას და იმედია, პირობას შეასრულებენ. გარდა ამისა, სკოლას არ გააჩნია სააქტო დარბაზი, რის გამოც მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრა დიდ სირთულესთან ასოცირდება“.

გორის მუნიციპალიტეტის ტყვიავის საჯარო სკოლის დირექტორი - ლია ფალელაშვილი:

„ჩვენს სკოლას ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები ამ ეტაპზე, არ გააჩნია“.

გორის მუნიციპალიტეტის უფლისციხის საჯარო სკოლის დირექტორი - თინა ფანჯველიანი:

„ინტერნეტის გაუმართაობის თვალსაზრისით ხარვეზები სკოლაში ნამდვილად იყო, თუმცა საკითხი უკვე მოგვარებულია. რაც შეეხება ტექნიკას,  სკოლაში მხოლოდ 1 ახალი კომპიუტერია, რომელიც  ჩვენი სახსრებით შევიძინეთ. დანარჩენი კომპიუტერები უკვე მოძველებულია, რაც საგაკვეთილო პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ჩვენი ინფორმაციით, მომავალში სკოლების ტექნიკით აღჭურვა  იგეგმება“.

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი - ნანა გაგუა:

„ჩვენი სკოლის კომპიუტერები გაუმართავია, რის გამოც მათი განახლება საჭიროა. გარდა ამისა, სკოლის საკლასო ოთახები არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, თუმცა განათლების სამინისტრო სკოლის რეაბილიტაციის პროცესში ძალიან გვეხმარება“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლის დირექტორი - ლელა ქარაია:

„ინტერნეტის პრობლემა სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაშიც იყო, თუმცა აღნიშნული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია. ინვენტარის შეძენას კი შეძლებისდაგვარად ვახერხებთ“.

გორის N11 საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ სამსონაშვილი:

„ჩვენს სკოლაში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა, აქედან გამომდინარე, არც ტექნიკური და არც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით  შეფერხება არ გვაქვს“.

ქედის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორი - გოჩა გათენაძე:

ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზები სკოლაში ნამდვილად გვქონდა, თუმცა ეს საკითხი უკვე გადაჭრილია“.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 საჯარო სკოლის დირექტორი - ირინა მელქაძე:

„ინტერნეტის ახალი ქსელები კეთდება, რის გამოც  აღნიშნული პრობლემა მთლიანად ქალაქშია. ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი მალე მოგვარდება“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე - თამილა საფარიძე:

„სულ ცოტა ხნის წინ დაგვიმონტაჟეს ახალი ინტერნეტი, თუმცა ჯერჯერობით ხარვეზებით მუშაობს. ქიმიის, ფიზიკის ლაბორატორიული აღჭურვილობა არ გაგვაჩნია და იმედია, ეს საკითხიც მალე გადაიჭრება“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო !

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“

შემოქმედებითი გუნდის წევრები არიან - ანამარია გვარჯალაძე, ელენე ფუტკარაძე, ანანო ვაშაყმაძე, ნინი ვაშაყმაძე, თეკლა ძნელაძე და მარიამ გოგუაძე

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება