| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ექიმი - პულმონოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ასთმიანი პაციენტების რიცხვი ყოველ წლიურად იზრდება.
ექიმები ვარაუდობენ, რომ მთელ მსოფლიოში ასთმით ავადობის ზრდას ტკივილგამაყუჩებლების წინდაუხედავი და მზარდი გამოყენება იწვევს. მაგრამ ასთმის გაზრდილ რისკთან აკავშირებენ არა მხოლოდ მედიკამენტებს და ქიმიას:
ანტიბიოტიკები
ბავშვებში, რომელთაც ცხოვრების პირველ წელს ანტიბიოტიკებს აძლევდნენ, 6-7 წლამდე ასაკში ასთმის დაავადების ალბათობა გაორმაგებილია.
ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია
ქალებს, რომლებიც მხოლოდ ესტროგენს იღებენ, შესაძლოა ასთმის სიმპტომები გაუჩნდეთ. ამასთან, თუ ქალი ჰორმონებს იღებს და ბავშვს ბუნებრივად კვებავს, ალბათობა, რომ ასეთი თერაპია ბავშვს ავნებს 50-70%-ია. 
საყოფაცხოვრებო ქიმია
ბევრი ქიმიური პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება, განსაკუთრებით, კი ჰაერის აეროზოლები, როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში ასთმას იწვევს.
ქლორი
ბავშვში ასთმა შესაძლოა გამოიწვიოს აუზის ქლორირებულ წყალში რეგულარულმა ცურვამ, ამასთან, დროთა განმავლობაში რისკი გაიზრდება.
დაბინძურებული ჰაერი
ბავშვებში, რომლებიც დიდ ქალაქებში, გზასთან ახლოს ცხოვრობენ, უფრო მაღალია ასთმისა და სხვა ალერგიული დაავადებები რისკი.
თამბაქოს კვამლი
ბავშვებში, რომლებიც იძულებული არიან დაბადებამდე და დაბადების შემდეგ თამბაქოს კვამლი ისუნთქონ, ასთმის განვითარების საფრთხე იზრდება.
ბურგერი და სხვა „ფასტ-ფუდი“
კვირაში სამი ან მეტი ბურგერის, ჩიფსების, მარმელადის, კარტოფილი-ფრის, პიცის და ე.წ შუშხუნა კანფეტების მოხმარების დროს რისკი დაავადდეს ბავშვი ასთმით მნიშვნელოვნად იზრდება. დამნაშავე შესაძლოა იყოს E ტიპის საკვები დანამატები და სხვა კონსერვანტები და თავისთავად, არაჯანსაღი ცხოვრების წესი.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება