სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

რა სიახლეებს სთავაზობს განათლების სამინისტრო სკოლებს 2019-2020 სასწავლო წლისთვის - ინტერვიუ მარიამ ჩიქობავასთან
31-08-2019
-
+


რა ცვლილებები შედის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, როგორ გადანაწილდება ახალი საათობრივი ბადე, რომელ კლასში დაინერგება ახალი სახელმძღვანელო - ამ და სხვა თემებზე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ etaloni.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- მე-7 კლასში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შედის. გვაინტერესებს მზად არის თუ არა სახელმძღვანელოები და ხომ არ დაურიგდათ უკვე სკოლებს?

- დიახ, წელს საბაზო საფეხურის მე-7 კლასში მოსწავლეები თვისებრივად შეცვლილი პროგრამებით ისწავლიან. სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსიც ახალი პროგრამების მიხედვით გამოცხადდა. ამ ეტაპისთვის პროცესი დასრულებულია. გამოვლენილია გრიფირებული სახელმძღვანელოები. სკოლებმა უკვე გააკეთეს არჩევანი და სწავლის დაწყებისთვის ყველა მეშვიდე კლასელს ახალი სახელმძღვანელოები დახვდება საგნებში.

- გრიფირება ვერ გაიარა რუსული ენის სახელმძღვანელომ, რა ალტერნატივას სთავაზობს განათლების სამინისტრო სკოლებს?

- რუსულის, როგორც უცხოური ენის შემთხვევაში, სკოლებმა, ცხადია, პირველ რიგში უნდა იხელმძღვანელონ განახლებული სტანდარტით. სასწავლო პროცესში შეუძლიათ დაიხმარონ ის სახელმძღვანელოები, რომლითაც გასულ წლებში ასწავლიდნენ.

- ასევე, მეშვიდე კლასში შედის ახალი საგანი „მოქალაქეობა“, სხვა კლასებშიც თუ არის ამ მხრივ სიახლე და რომელიმე კლასში თუ შედის ახალი საგანი?

- დიახ, საბაზო საფეხურზე სიახლეებს ვთავაზობთ სკოლებს. როგორც აღვნიშნე, პროგრამები არის თვისებრივად განახლებული. თუმცა, დანერგვა კლას-კლას მოხდება: 2019-2020 სასწავლო წელს ინერგება VII კლასი, მომდევნო წელს დაინერგება VIII კლასი და ა.შ. ახალი საგანი ემატება საბაზო საფეხურს VII კლასიდან - „მოქალაქეობა“. სამოქალაქო განათლება საბაზო საფეხურზე ამ დრომდე მხოლოდ მეცხრე კლასში ისწავლებოდა, ახლა დაიწყება მეშვიდე კლასიდან, როგორც დამოუკიდებელი საგანი და გაგრძელდება მერვე-მეცხრე კლასებშიც. ამ საგანში მეშვიდე კლასში 5 მსხვილი თემა გვაქვს: თემი, რომელშიც ვცხოვრობთ, სასკოლო გარემო, ანუ სასკოლო საზოგადოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბუნებრივი მემკვიდრეობის და კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ეკონომიკური ურთიერთობები თემში.

მთელი წლის განმავლობაში ამ ხუთ თემის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ თავიანთი და სხვა ადამიანების უფლებები და მოვალეობები, ისწავლიან, როგორ დასახონ მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, გაიაზრებენ მდგრადი განვითარების პრინციპებს, მოხალისეობრივი კულტურის მნიშვნელობას, ისწავლიან როგორ ამოიცნონ მათ თემში არსებული პრობლემები და რა ქმედებები განახორციელონ (მათ შორის სამართლებრივი კუთხით) მათ გამოსასწორებლად და ა.შ..საორიენტაციოდ წლიურ პროგრამაში შეთავაზებული ასეთი საკითხები, დაწერილი და დაუწერელი წესები; არასრულწლოვანი და დანაშაული; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; თანასწორობა სკოლაში, „მწვანე სკოლა“, ბულინგი, ადრეული ქორწინება, ჯანსაღი კვება, კერძო და საჯარო საკუთრება; შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა); დაზოგვა და ქველმოქმედება. კულტურული მრავალფეროვნება ჩემ გარშემო და სხვა.

- დამატებით რა სიახლეებს სთავაზობთ 2019-2020 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოსწავლეებს?

- გარდა ზემოხსენებული სიახლისა, ცვლილება შეეხო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას. როგორ იცით, მეშვიდე კლასში გვქონდა კომბინირებული საგანი „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები“ (ანუ ფიზიკა, ქიმია ბიოლოგია ერთ სახელმძღვანელოში იყო და ხშირ შემთხვევაში ერთი რომელიმე საგნის პედაგოგი ასწავლიდან ამ საფუძვლებს).

2019-2020 სასწავლო წლიდან, მეშვიდე კლასში ბიოლოგია და ფიზიკა დამოუკიდებელ საგნებად შემოვა კვირაში 2 საათიანი დატვირთვით, ხოლო ქიმია მერვე კლასიდან დაემატება.

- საათობრივი ბადის მხრივ თუ არის სიახლეები და კონკრეტულად რა სიახლეა?

- საათობრივი ბადის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რაც სკოლების მეტ დამოუკიდებლობას და შემოქმედობითობას შეუწყობს ხელს.

სკოლებს ვთავაზობთ სამი ტიპის ბადეს: ერთი არის აქამდე არსებული, ხისტად გაწერილი კვირეული დატვირთვით.მეორე ტიპის ბადეში მთავარია სკოლამ დაიცვას საგნის წლიური საათების ჯამური რაოდენობა, ხოლო როგორ გადანაწილდება სემესტრებისა და კვირების მიხედვით, ამაში მას თავისუფლება აქვს. მესამე ვარიანტი სკოლას აძლევს შესაძლებლობას თავად შექმნას სრულიად ახალი ბადე.

მეორე ან მესამე ვარიანტის შერჩევისას, საჯარო სკოლამ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დასაბუთება: სიტუაციური ანალიზი (მაგ. რა პრობლემებს უქმნის სკოლას კვირის ჯერადი საათების ხისტი განაწილება); ცვლილების არსი (ანუ მიზნები და ამოცანები, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი, რა ტიპის ცვლილებები განხორციელდება საათობრივ ბადეში); მოსალოდნელი შედეგები (რატომ ფიქრობს სკოლა, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოუტანს შედეგს; რა ცვლილებებს გამოიწვევს ბიუჯეტურად. რაიმე სპეციალური ფორმა ამ დასაბუთების წარმოსადგენად შეთავაზებული არ გვაქვს. მთავარია მკაფიოდ ჩანდეს, რომ სკოლას ბადესთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ერთიან კონტექსტში აქვს გააზრებული და ერთი პრობლემის გადაჭრა არ გამოიწვევს სხვა პრობლემის გაჩენას.

- თუ იგეგმება ახალი სასწავლო წლისთვის სხვა სიახლეები სკოლებში?

- დიახ, უმთავრესი სიახლე პროექტს - „ახალი სკოლის მოდელი“ უკავშირდება, რომლის მიზანია საკლასო ოთახებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. პროექტის ფარგლებში სკოლაში შედის ოთხწევრიანი მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც ერთი სემესტრის განმავლობაში თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ორიგინალური სასკოლო კურიკულუმის (სასკოლო სასწავლო გეგმის შინაარსობრივი ნაწილის) შექმნა, ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვა, სკოლის ქცევა სოციალურ-კულტურული აქტივობების ცენტრად, სკოლებში მხარდაჭერაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის აწყობა.

როგორც მოგეხსენებათ პროექტი ამჯერად 165 სკოლაში მიმდინარეობს და I-IV  კლასებს მოიცავს. 2020 წელს იგეგმება პროექტის 400 სკოლაში განვრცობა და მასში V-IX კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩაბმა. 2024 წლამდე პროექტი საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რეგისტრაცია 3 ივნისის  ჩათვლით გაგრძელდება - ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ

მასწავლებლებს, დაწყებითის კომბინირებულ გამოცდის შესახებ NAEC დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის

ექსკურსიის დროს ბოდბის მონასტერში მოსწავლე სიმაღლიდან გადავარდა და მცირე დაზიანებები მიიღო - დეტალები

საგანი, რომელზეც ყველაზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ცნობილია - არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოქვეყნდა

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები

ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს 

სიხარულითა და ემოციებით დასრულებული პირველი სასწავლო წელი თაიას საჯარო სკოლაში

პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი წარმოდგენა მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა

დაუვიწყარი დღე პატარა მოსწავლეებისთვის - ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება

„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება