TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს და მატყუარას? - ფსიქოლოგების რჩევები
31-07-2019
-
+


თანამდროვე მსოფლიოში ბავშვების გაზრდა საფენისა და მატყუარა საწოვარას გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

როგორც საფენი ისე მატყუარა მნიშვნელოვნად ამარტივებს დედების ცხოვრებას. მაგრამ შემდგომში, ხშირად, ბავშვის როგორც ერთისგან ისე მეორისგან გადაჩვევა რთულია. 

ფსიქოლოგები გვიზიარებენ რჩევებს, თუ როგორ და როდის გადავაჩვიოთ ბავშვი მატყუარა საწოვარას და საფენს.

ბავშვების უმეტესობა საწოვარაზე უარს დამოუკიდებლად 1.5-დან 2 წლამდე ასაკში ამბობს. მაგრამ თუ ბავშვი 2 წლის ასაკში საწოვარას ითხოვს, მშობლებმა უნდა მოიფიქრონ მატყუარისთვის თავის დანებების ოპტიმალური ვარიანტი, რომ არ ავნონ ბავშვის ფსიქიკას.

გადაჩვევის პერიოდში ბავშვის უამრავ კაპრიზს წააწყდებით. უხასიათობის პირველივე გამოვლინებაზე ეცადეთ ბავშვის ყურადღების გადატანას, მასთან თამაშით. საწოვარა უნდა დაიმალოს და ბავშვი მას არ უნდა ხედავდეს. მაგრამ თუ ბავშვი მაინც ტირის და არ წყნარდება, მისი მოთხოვნის შესრულება მოგიწევთ, რომ არ დაუზიანოთ ფსიქიკა.



როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მატყუარას 2 წლის ასაკში?

2 წლის ასაკში მას უკვე ბევრი ესმის, აქტიურად თამაშობს ზოგიერთ როლურ თამაშს. საინტერესოა თამაში - „საწოვარას მოძებნა“, როდესაც მისი მოძებნა შეუძლებელია. საინტერესოა მეთოდი, სახელად „გაქრობა“, როდესაც მშობლები, ფანტაზიას იჩენენ და შთააგონებენ ბავშვს, რომ მატყუარა საყვარელ კურდღელს აჩუქეს, პატარა ბავშვს ქუჩაში მისცეს ან დაკარგეს. მშობლებმა დაძინების წესი უნდა შეცვალონ. ძილის წინ შვილს ზღაპრები უნდა წაუკითხონ, უმღერონ და მოეფერებით დააძინონ. აქციეთ ეს ჩვევად და ბავშვი მატუარას დაივიწყებს.

შეგიძლიათ უთხრათ ბავშვს რომ კეთილი ჯადოქარი შუსრულებს ნებისმიერ სურვილს კუთხეში დაგდებული საწოვარას სანაცვლოდ. თავისი ნებით დათმობის შემთხვევაში ბავშვი მშობლებს არ დაადანაშაულებს იმაში, რომ მათ საწოვარა წაართვეს და სწრაფად იტყვის მასზე უარს.

2 წლის შემდეგ ბავშვები საწოვარას მათ შინაგან მდგომარეობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სიტუაციებში ითხოვენ. ეს შესაძლოა იყოს წყენა, დაღლილობა ან მოწყენილობა. დედობრივ ზრუნვას და ყურადღებას  საწოვარას სრულად ჩანაცვლება შეუძლია. 

გამოიჩინეთ მოთმინება, როცა საწოვარას გამო იტირებს ეცადეთ ყურადღება გადაატანინოთ, ეთამაშეთ, თუ არ გაჩერდა მიეცით, მაგრამ როგორც კი დაწყნარდება შეუმჩნევლად ააცალეთ. ასეთი ქმედებებით საწოვარას გარეშე გატარებული დრო გამუდმებით გაზარდეთ. 

არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ და არც სხვებს მისცეთ ამის უფლება. თუ შეჰპირდით ახალი მატყუარას ყიდვას, დაპირების შესრულება მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის თვალში ავტორიტეტს დაკარგავთ. 

კიდევ ერთი პრობლემა - ეს არის საფენებისგან გადაჩვევა



არ არსებობს განსაზღვრული ასაკი, როდის უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამასთან მეცნიერები ირწმუნებიან, რომ 18 თვე ეს არის მინიმალური ასაკი, როდესაც მშობლებმა უნდა დაიწყონ ბავშვის ღამის ქოთანზე მიჩვევა. გადაჩვევის პროცესი  უნდა იყოს თანდათანობითი და აუჩქარებელი. ბავშვს ღამის ქოთნის არ უნდა ეშინოდეს.

არ მისცეთ ღამის ქოთანზე უბრალოდ ჯდომის უფლება. მშობლების მიზანია - ბავშვს აუხსნან, რისთვის არის განკუთვნილი ღამის ქოთანი.

გარკვეულ ასაკში, ბავშვები თავად განიცდინ საფენთან დაკავშირებულ დისკომფორტს და იღწვიან იმისკენ, რომ გამოიყენონ ღამის ქოთანი დანიშნულებისამებრ. ამიტომ სახლში ბავშვს საფენს ნუ ჩააცმევთ, იმ შემთხვევაში კი თუ ტანსაცმელს დაასველებს არ იჩქაროთ გამოცვლა.

მშობლების საქციელზეც არის დამოკიდებული შედეგი. არ უყვიროთ ბავშვს თუ ღამის ქოთანს ვერ მიასწრებს, რომ არ გამოიწვიოთ ამ საგანთან დაკავშირებული უსიამოვნო ასოციაციები.

ფსიქოლოგები გვირჩევენ:

  • არ ეჩხუბოთ ბავშვს იმის გამო, რომ ღამის ქოთანზე არ ჯდება და შარდი ისე ეპარება;
  • შეაქეთ იმის გამო, რომ უბრალოდ ინტერესდება ღამის ქოთნით;
  • დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ის უკვე დიდია და ულამაზოა საფენის ტარება;
  • თუ ბავშვი ვერ ხვდება, უნდა აჩვენოთ, როგორ დაჯდეს ღამის ქოთანზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება