სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 სახიფათო კონტაქტი ცოცხალ ბუნებასთან, რომელსაც სჯობს ბავშვი მოვარიდოთ
29-07-2019
-
+


ზაფხული ბავშვისთვის იდეალური პერიოდია ბუნების შესასწავლად. რამდენი რამის შეხება, დაყნოსვა თუ გასინჯვა არის შესაძლებელი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ხშირად ყველაზე სახიფათოა.

რა არის აუცილებელი რომ ბავშვს ავუხსნათ?

არ შეიძლება გარეული ცხოველების მოფერება

ბუნებაში დასვენებისას ბავშვები ხშირად გარეულ ცხოველებს - ზღარბებს, ციყვებს, მინდვრის თაგვებს აწყდებიან. მათ კარგად უნდა ავუხსნათ, რომ მათ ხელის მოკიდება არ შეიძლება, შესაძლოა ეს ცხოველები ცოფის გადამტანები აღმოჩნდნენ.

ხშირად, სწორედ დაავადებული ცხოველები კარგავენ ჩვეულ სიფრთხილეს და ადამიანს არ ერიდებიან.  გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი ე.წ. ზოუანთროპონური ინფექციები, რომლითაც ცხოველებს ადამიანების ინფიცირება შეუძლიათ. როგორც წესი, ასეთი დაავადებების მიმდინარეობა მძიმეა, მკურნალობა კი ხანგრძლივი.

სახიფათოა ფრინველის ბუმბულით თამაში


უთხარით ბუნების პატრა მოყვარულს, რომ შეიძლება ფრინველის კვერცხების, ახლადგამოჩეკილი ბარტყების და ბუდის ხელისხლება - შესაძლოა ჩიტი არ დაბრუნდეს და ბარტყები დაიღუპებიან. 

გარდა ამისა, არ ღირს ჩიტების ბუმბულებით თამაში - შესაძლებელია ორნიტოზით დასნებოვნება.

არ შეიძლება ტყის უცნობი კენკრის მირთმევა და სოკოებით თამაში

მშობლების ნებართვის გარეშე ტყის კენკრის ჭამა არ შეიძლება. ტყის ბევრი შხამიანი მცენარის ნაყოფი მოცვს წააგავს, (მაგალითად,  მაჯაღვერი) მაგრამ მათი ჭამა აკრძალულია.

კენკრისგან განსხვავებით, ბავშვს სოკოს გასინჯვა ნაკლებად მოუნდება, მაგრამ შესაძლოა მოგლიჯოს და ითამაშოს. მაგრამ შხამიანი სოკოს ხელებზე დარჩენილი ნაწილებიც საფრთხეს წარმოადგენს. სახიფათოა - თუ მაგალითად, სოკო მოგლიჯა და შემდეგ ხელი პირში ჩაიდო ან იმავე ხელებით რაიმე შეჭამა.

სახიფათოა უცნობი მცენარეების მოგლეჯა

ჭინჭარი - მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უვნებელია. მაგრამ, მაგალითად, დიყის ზოგიერთი სახეობა შეხებისას კანს აღიზიანებს და წყლულს აჩენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ მცენარის 21 სახეობა არის გავრცელებული.

საფრთხეს წარმოადგენს ასევე ზოგიერთი მცენარის ყვავილი. ზოგადად შხამიანი მცენარეების უმეტესობა ძირიდან ყვავილებამდე სახიფათოა: არ შეიძლება, როგორც მათი კანთან კონტაქტი, ისე დაყნოსვა. 

არ ღირს მწერებისთვის ხელისმოკიდება



პირველ რიგში მათ შეუძლიათ კბენა, მეორეც, შხამიანი სითხის გამოყოფა. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ყვავილებთან - იქ შესაძლოა იმალებოდნენ კრაზანები და ფუტკრები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება