სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 შემთხვევა, როდესაც ინტერნეტში ნანახი სამედიცინო რჩევების ნდობა სახიფათოა
24-07-2019
-
+


თუ თქვენ სხვადასხვა სამედიცინო კითხვებით საძიებო სისტემებს რეგულარულად მიმართავთ, ერთადერთი ნამდვილად არ ხართ, ზრდასრული ამერიკელების 61% სამედიცონო რჩევებს ინტერნეტში ეძებს.

ამასთან, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ მსოფლიო ქსელში განთავსებული სამედიცინო ინფორმაციის საკმაო რაოდენობა, როგორც მინუმუმ, არასაიმედოა.

გთავაზობთ 5 შემთხვევას, როდესაც ინტერნეტში სამედიცონო რჩევების ნდობა სახიფათოა

დიაგნოზის დასმა

ექიმები დიაგნოზის დასასმელად ანალიზებს ნიშნავენ, მხოლოდ ინტერნეტში ამოკითხული სიმპტომებით მსჯელობა ან სხვადასხვა ჯგუფების მომხმარებლების  გამოთქმული ვარაუდების ნდობა დაუშვებელია. ზოგიერთ შემთხვევაში კი ექიმთან დაგვიანებით მისვლა დაავადების გართულებას იწვევს.

რეკომენდაციები წამლების თაობაზე 

ამისთვის არსებობენ ექიმები და ფარმაცევტები. სპეციალისტი წამლის დანიშვნისას ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს: ასაკს და ჯანმრთელობის მახასიათებლებს, ანამნეზს და პრეპარატის შეთავსებას ყველა იმ მედიკამენტთან, რომელსაც პარალელურად იღებთ.



მკურნალობის ხალხური მეთოდები

ხალხური მეთოდებით მკურნალობა ყველა ექიმის თავის ტკივილია. ბებიების მეთოდების დიდი ნაწილი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმ მეთოდების გამოყენებაც კი, რომლებსაც სპეციალისტები იწონებენ, არ შეიძლება წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

სპეციალისტების კონტაქტები

ხშირად  ჯგუფებში სხვადასხვა ექიმებს რეკომენდაციებს უწევენ. მაგრამ ექიმის შეფასების კრიტერიუმები ყველას სხვადასხვაგვარი აქვს, და ის, ვინც ერთს მოეწონა, შესაძლოა კატეგორიულად არ მოეწონოს მეორეს. ამავე დროს, ვერასდროს იქნები დარწმუნებული, რომ ეს ფარული რეკლამა არ არის. თუ გამოხმაურება ერთი სპეციალისტის შესახებ ბევრია და ამასთან, ყველა დადებითი, შეგიძლიათ კლინიკის საიტზე შეხვიდეთ და ინფორმაცია შეისწავლოთ. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ, როცა საქმე არატრადიციული მედიცინის სპეციალისტებს ეხება, რომლებიც პაციენტებს მხოლოდ სახლებში იღებენ.

მედიკამენტების შეძენა

მედიკამენტები შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქში. იმ შემთხვევაშიც კი თუ ფორუმზე ორჯერ იაფია. უცნობ გამყიდველს არ შეუძლია არც ვარგისიანობის ვადის, არც შენახვის პირობების, არც პრეპარატის ნამდვილობის გარანტიის მოცემა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ სკოლის პედაგოგებთან ინტერვიუები ჩაწერა
 
შეხვედრა მეტად საინტერესოდ, მოსწავლე-მასწავლებელთა მაღალი ჩართულობით წარიმართა
 

პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უფრო ღრმად შეეცნოთ გალაკტიონის პოეზიის სილამაზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება