სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნეტავ, თუ ხდება რომელიმე ქვეყანაში, რომ მასწავლებლის ტესტები გაცილებით ადვილია, ვიდრე აბიტურიენტის?“- შეფასებები სოციალური ქსელიდან
23-07-2019
-
+



2019 წლის გამოცდები დასასრულს მიუახლოვდა. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა 21 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები კი დღეს დასრულდა. რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდას, ხვალ დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა გამოცდებზე გამოყენებული ტესტები. სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა მასწავლებელთა ბიოლოგიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს. როგორც ხალხის ნაწილი წერს, პედაგოგების გამოცდა გაცილებით მარტივია აბიტურიენტების გამოცდაზე.

აქვე გეტყვით, რომ მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა - 63, მის შესასრულებლად კი აპლიკანტებს 5 საათი ეძლევათ. რაც შეეხებათ აბიტურიენტებს, მათი ტესტის მაქსიმალური ქულაა - 70, მის შესასრულებლად კი 2 საათი და 30 წუთი ეძლევათ.

იხილეთ ტესტები:

ბიოლოგია  (მასწავლებლებისთვის)

ბიოლოგია (აბიტურიენტებისთვის)

Etaloni.ge გთავაზობთ შეფასებებს სოციალური ქსელიდან:

  • „ბიოლოგიაში მასწავლებლის და აბიტურიენტის ტესტი ხომ არ აგერიათ გამოცდების ეროვნული ცენტრი?“
  • „მასწავლებლებს ეროვნული გამოცდების ბიოლოგიის ტესტი რომ შეხვედროდათ, ნახევარი ვერ ჩააბარებდა. ეს რა არის, რა ადვილი ყოფილა“.
  • „ანუ, ბიოლოგიაში აბიტურიენტს მასწავლებელზე მეტის ცოდნა მოეთხოვება“.
  • „ბიოლოგია რომ ატვირთეთ, ბავშვებიც რომ უყურებენ ტესტებს და უსამართლობის გრძნობა უჩნდებათ, არა?“
  • „მაინტერესებს ბიოლოგიაში აბიტურიენტებს და მასწავლებლებს თითქმის ერთნაირი სირთულის ტესტი რა ლოგიკით აწერინეს. აბიტურიენტი, რომელიც 50+ ქულას მიიღებს, თავისუფლად ჩააბარებდა სასერტიფიკაციო გამოცდას“.
  • „წესით, მასწავლებლის გამოცდა მოსწავლისაზე უფრო რთული იყოს და არა პირიქით“.
  • „დარწმუნებულები ხართ, რომ ეს არის მასწავლებლების ტესტი ბიოლოგიაში და არა ის, რომელიც აბიტურიენტებმა ვწერეთ?! თუ კი, ამიხსენით, რატომ მომეთხოვება მასწავლებელზე მეტი!“
  • „მასწავლებლის ტესტებს 50-ზე მეტს ვუპასუხე და აბიტურიენტების ტესტებში ჩავიჭერი“.
  • „მართლა დავრწმუნდი, რომ ბიოლოგიაში მასწავლებლების და აბიტურიენტების ტესტები აგერიათ“.
  • „ნუ ნაღვლობთ, ისტორიაშიც ასე იყო“.
  • „ნეტავ, თუ ხდება კიდევ რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ, რომ მასწავლებლის ტესტები გაცილებით ადვილია აბიტურიენტის ტესტებზე? ბიოლოგიაზე მაქვს საუბარი. რანაირად უნდა ჰქონდეს ის დონე აბიტურიენტს, რაც მოეთხოვება ეროვნულ გამოცდაზე თუ სკოლის მასწავლებლებს არ ექნებათ შეაბამისი ცოდნის დონე? კერძო რეპეტიორის ხარჯზე? ალბათ, ის რეპეტიტორები უნდა ვეძებოთ ვინც ეროვნული გამოცდებისთვის ტესტებს ადგენენ?“
  • „უბრალოდ, ვერაფერს ვამბობ სიმწარისგან, დაგვცინით აბიტურიენტებს თუ რა უბედურებაა... მასწავლებლის ტესტის 2 კითხვა ჩამივარდა. როგორ უნდა იცოდეს აბიტურიენტმა იმაზე მეტი, როცა მასწავლებელს ჩვენზე ნაკლები ცოდნა მოეთხოვება. პროგრამულად სამი განხვავებაა, სოკოები, გენეტიკის ნაწილი და ძველი ბოტანიკა ზოოლოგიიდან თითო კითხვა...თუ ტესტები აგერიათ ეგ მაინც თქვით, რომ დავმშიდდეთ“.
  • „მგონი ძალიან გვეღადავებით. ბიოლოგიის მასწავლებლობას არ ვაპირებ მათზე მეტი სირთულე რომ მოგვიგდეთ. ერთ წელში მოგინდათ განათლების მაღალი დონე და პროფესორი ბავშვები?“
  • „ბიოლოგიაში აბიტურიენტს თუ მეტის ცოდნა მოეთხოვება, ვიდრე მასწავლებელს მაინტერესებს ანუ აბიტურიენტს 1-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს სამედიცინო სფეროში რომ ჩაირიცხოს?“
ასევე იხილეთ: მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

„მასწავლებლის გამოცდის ტესტები უფრო მარტივი იყო, ვიდრე ჩვენი“ - აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდას აფასებენ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება