სიახლეები
ინტერვიუ, რჩევები

მავნებელია თუ არა ნაყინი, რომელიც პალმის ზეთს ან მცენარეულ ცხიმს შეიცავს?! - ინტერვიუ სურსათის ექსპერტთან
16-07-2019
-
+


კარგად იტანს თერმულ დამუშავებას, საკვებს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს, კარგად ინახება და სხვა ცხიმებთან შედარებით იაფი ღირს - ასეთია თვისებები, რითაც  პალმის ზეთი ხასიათდება. საქართველოში პალმის ზეთი სხვადასხვა პროდუქტის დამზადებისას უხვად მოიხმარება. ამ ცხიმით განსაკუთრებით გაჯერებულია ბავშვებისთვის სასარგებლო ტკბილეული, რომელთაგან ერთ-ერთი ნაყინი გახლავთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კვების ექსპერტთა აზრით, პალმის ზეთის გადამუშავება და მონელება სასტიკად უჭირს როგორც ბავშვის, ისე ზრდსარული ადამიანის ორგანიზმს. პალმის ზეთი აზიანებს სისხლძარღვებს და გარდაიქმნება კანცეროგენად, რომელიც სიმსივნის წარმოქმნას განაპირობებს.

პალმის ზეთი მცენარეული ცხიმია, რომლის გამოხდა ზეთოვანი პალმის ხის ნაყოფის რბილობიდან ხორციელდება. კარგი ხარისხის და შესაბამისი დოზით მოხმარებული პალმის ზეთი მავნებელი არ არის, მაგრამ ქართულ ბაზარზე ამ მხრივ სრულიად უკონტროლო სიტუაციაა - არ კონტროლდება, რა რაოდენობის და შემადგენლობის პალმის ზეთს შეიცავს ესათუის პროდუქტი და ხშირად ეს არც ქართული თუ უცხოური წარმოების პროდუქტთა ეტიკეტზეა მითითებული.

სურსათის ექსპერტი, თსუ-ს პროფესორი ეთერ სარჯველაძე etaloni.ge-ს პალმის ზეთზე ესაუბრა:

- ქალბატონო ეთერ, თითქმის ყველა სახეობის და წარმოების ნაყინში, რომელიც საქართველოში მზადდება, მითითებულია, რომ შეიცავს პალმის ზეთს. რამდენად უსაფრთხოა ამ ზეთის ბავშვებისთვის საყვარელ ნუგბარში გამოყენება?

 - ძალიან მიკვირს, რატომ არის ჩვენს წარმოებაში დაშვებული, რომ პროდუქტებში პალმის ზეთი იყოს გამოყენებული. ეს ზეთი არ არის სასურველი და კვებაში რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოვიხმაროთ ან სულ არ მოვიხმაროთ. ეს არის მყარი ზეთი და მისი გამოყენება ადვილია, მაგალითად, კარაქის მაგივრად, მაგრამ ყველაფერი, რასაც საკვებად და, მით უმეტეს, ბავშვთა კვებაში გამოვიყენებთ, უვნებელი უნდა იყოს. ნაყინს კი ყველაზე მეტად ბავშვები აგემოვნებენ... არ ვიცი, ჯანმრთელობის სამინისტრო რატომ აძლევს მწარმოებლებს ამის ნებას.

- რა შედეგები მოაქვს პალმის ზეთის გამოყენებას, რატომ არის მავნებელი?

- ეს არის ჰიდროგენიზებული, გამყარებული  ცხიმი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ვერ ითვისებს. ცხიმებიდან ყველაზე კარგად ასათვისებელი კარაქი და ღორის ქონია. აქამდე არ მახსოვს, რომ ასე მასიურად იყენებდნენ პალმის ზეთს. ზეითუნის თუ მზესუმზირის ზეთი თხევადია, პალმის კი - მყარი და გამოსაყენებლად ადვილია. პალმის ზეთი ჩვეულებრივ მოხმარებაში, მაგალითად, მზესუმზირის ზეთივით იმიტომაც არ გამოიყენება, რომ არ არის რეკომენდირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. სხვა ქვეყნებში აიკრძალა არარაფინირებული პალმის ზეთი და ამიტომაც შემოვიდა საქართველოში, თორემ ბოლო პერიოდამდე არც მოიხმარდნენ ჩვენი მწარმოებლები.

პალმის ზეთი ადვილად ილექება სისხლძარღვებში, რაც არც ბავშვისთვის შეიძლება და არც ასაკოვანისთვის, რადგან სისხლძარღვებში მისი დალექვა იწვევს თრომბოზს. ისიც არ აწერია ნაყინებს, რა რაოდენობით შეიცავს პალმის ზეთს, თუმცა ის მაინც რომ აწერია, რომ პალმის ზეთს შეიცავს, უკვე კარგია, რადგან მივხვდებით, რა პროდუქტთან გვაქვს საქმე. ყველას მოვუწოდებ, რომ პროდუქტი,რომელსაც აწერია პალმის ზეთი, ნაკლებად გამოყენეთ ან საერთოდ არ გამოიყენოთ. პროდუქტის მავნებლობა იმას არ ნიშნავს, რომ შეჭამ და უცებ მოგკლავს. მავნებელია პროდუქტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ილექება და დროთა განმავლობაში იწვევს გართულებებს.

 - პალმის ზეთი ყველაზე იაფი რატომ ღირს?

 - იმიტომ, რომ ნაკლებად გამოიყენება ზეთის სახით. ევროპულ ქვეყნებში საერთოდ არ არის დაშვებული პალმის ზეთის გამოყენება საკვებ პროდუქტებში. ორგანიზმს უადვილდება იმ ცხიმის მონელება და გამოყოფა, რომელიც ადვილად დნება. არცერთი პროდუქტი, რომელსაც მოვიხმართ, დამატებით არანაირ რისკს არ უნდა ქმნიდეს.  პალმის ზეთი არის ყველაზე დაბალხარისხიანი ცხიმი. სხვა ზეთები თხევადია, ეს - მყარი. კარაქი რომ მოიხმარონ, ძვირი დაუჯდებათ მწარმოებლებს და ამიტომ მოიხმარენ ამ ზეთს. ყველაზე კარგი კი ის ნაყინია, რომელშიც კარაქს გამოიყენებენ.

 - ზოგიერთ ნაყინზე მითითებულია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, მაგრამ რომელს, გაურკვეველია. ამ შემთხვევაშიც პალმის ზეთი იგულისხმება?

- რასაკვირველია! კარაქის მაგივრად, მცენარეული ცხიმის სახით მხოლოდ პალმის ზეთი გამოიყენება. მოწინავე ქვეყნებში ეტიკეტებზე აწერია ასეთი ფრაზა - „პალმის ზეთის გარეშე“. შოკოლადის კარაქებში, ჩიფსებში მოიხმარენ პალმის ზეთს, რადგან კარგად ინახება, კარგად იტანს თერმულ დამუშავებას, საკვებსაც სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს, მაგრამ მისი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. არ კონტროლდება, რა რაოდენობის და რა ხარისხის პალმის ზეთს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ორგანიზმს უჭირს პალმის ზეთის გადამუშავება, მაგრამ თუ კარგად გაწმენდილი და რაფინირებულია, შეიძლება გარკვეული რაოდენობით მივიღოთ და ზიანი არ მოგვაყენოს. ზეთის დაჟანგვის რაოდენობა უნდა იქნას გარკვეული და ის გვიჩვენებს, რამდენად საზიანოა ესა თუ ის ზეთი. დაჟანგვის მაჩვენებელი გვიჩვენებს ასევე თავისუფალი რადიკალების რაოდენობას პროდუქტში და ეს მაჩვენებლები ისედაც მაღალი აქვს პალმის ზეთს. არავინ იცის, რომელ ორგანიზმზე რა მოახდენს პროვოცირებას და რა რას გამოიწვევს. ასეთი ცხიმის მიღების დროს შესაძლოა ადვილად წარმოიქმნას თავისუფალი რადიკალები, რომელიც კანცეროგენური მიმართულებისაა. კანცეროგენი კი, მოგეხსენებათ კიბოს გამომწვევია. მომხმარებელი თვითონ გაარკვევს, რა მოიხმარონო - ერთი პასუხისმგებელი პირი ამბობს... კი ვარ ექსპერტი, მაგრამ შეხედვით ვერაფრით მივხვდები, პალმის ზეთი რაფინირებულია თუ არა. ყველა პროდუქტი უნდა შემოწმდეს და ისე მოხვდეს ბაზარზე, მომხმარებელმა როგორ უნდა გაარკვიოს?!


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგ-კურსს გაივლიან - „პროგრამა მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას“

ყველაზე წარმატებული ნიშანია... ცაგარელი განმარტავს, ვის გაუმართლებს 2026 წელს

სასულიერო პირები სწავლა - სწავლების თანამედროვე მეთოდებში გადამზადდებიან 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება