| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მთავარი ღონისძიება კი 15:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, ხოლო ბაღის სივრცეში მოეწყობა: ღია ბიბლიოთეკა, კინოს კუთხე, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, საგამოფენო სივრცე, გაიმართება სახეზე მოხატვისა და სპორტული აქტივობები, ვორქშოფები, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა და სხვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, საკონცერტო პროგრამა 15:30 საათიდან დაიწყება. გალა-კონცერტი კი 19:00 საათიდან. დასწრება თავისუფალია.
რაც შეეხება ისვენებს თუ არა ამ დღეს სკოლები და ბაღები? - უქმე დღეებს შორის 1-ელი ივნისი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, ასე რომ ორშაბათს სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, რაც შეეხება კერძოებს - მათ შემთხვევაში უქმეების განრიგს წყევტს ხელმძღვანელობა.
IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს
მასწავლებლებისთვის ელ. ჟურნალში მუშაობის ვადები განისაზღვრა
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს