სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„3 წლის ბავშვი იატაკზე იწვა, შიშველი... როცა ადგა, მასწავლებელმა ისევ დააწვინა და „პროსტინა“ გადააფარა, როგორც გვამს“ - ძალადობა თბილისის კერძო ბაღში
02-06-2026
-
+


რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კერძო ბაღში ბავშვზე ძალადობის გამო აღმზრდელი დააკავეს; მოგვიანებით კი კიდევ ერთი მშობელი ღიად ალაპარაკდა, რომ მის სამი წლის შვილს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება, რადგან საბავშვო ბაღბელმარიში“ მას სასტიკად ექცეოდნენ. ედიტა დანელიანი დეტალებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს:

„ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! დღეს როცა კერძო ბაგა-ბაღი „ბელ-მარი“ აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს ძალიან გრანდიოზულად, ამ დროს მე 1 ივნისს ჩემი შვილი მყავს ნერვოპათოლოგთან და ფსიქოლოგთან; ბავშვს სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია! ჩემი სამი წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს, რაზეც არაერთხელ ვუთხარი ბაღის დირექტორს - გაბუნია ბელას და მასწავლებელს - თამუნას, რაზეც დირექტორი მეუბნებოდა, რომ თურმე იქ რეჟიმშია და სულ აქტივობები და მეცადინეობები აქვს და ამ რეჟიმს ჩემი შვილი ვერ იტანდა! ერთი თვის განმავლობაში ჩემი შვილი მეუბნებოდა: მასწავლებელი მცემს, მასწავლებელი თმებს მაწიწკნის, მეშინია, მცივა, იატაკზე არ დამაწვინო, დედა! რასაც მე ვერ წარმოვიდგენდი! და ვერც ვხდებოდი, ბავშვი რას მეუბნება! რომ შევატყვე, რომ უკვე ბავშვი ფსიქოლოგიურად შეირყა და იქცეოდა არაადეკვატურად, აგრესიულად, სულ ტიროდა და ამბობდა: მცივა, ჩამაცვი, მეშინია... ღამეები იღვიძებდა და ტიროდა: ბაღში არ წამიყვანო, დედა ძირს არ დამაძინოო... ყველა ვიდეოჩანაწერი მაქვს, სადაც ბავშვი ამას მიყვება...

თითონ დირექტორიც ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ უშედეგოდ! ბოლოს მოვითხოვე კამერები, რაზეც მითხრა, რომ საფუძველი არ აქვს, რომ მაჩვენოს, რის შემდეგაც ვუთხარი, თუ არ მაჩვენებდა, მივმართავდი კანონს! ამის მერე რაც ვნახე, ეს იყო არაადამიანური, ფაშისტური საქციელები და ქმედებები ბავშვების მიმართ. პირადად ჩემს შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს, იატაკზე და ბავშვი იყო 4-3 საათი... ყოველდღიურად შიშველ-ტიტველი ერთ ბოდეში... ბავშვი როცა დგებოდა, მასწავლებელი უთითებდა, რომ უნდა დაწვეს!

იმავე ჯგუფში ყველა იჯდა, თამაშობდა და ჩემი შვილი იყო იატაკზე, შიშველი, სადაც ყველა ბავშვი ამას უყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შველას ითხოვდა, მასწავლებლები იმავე ოთახში ისხდნენ, ტელეფონს სქროლავდნენ, ფეხებიდან წევდნენ ბავშვს და ისევ ძირს აწვენდნენ უხეში ფორმებით! 4 საათის მერე, როცა ჩემს შვილს მოშივდა და მივიდა ესე, ნელი ნაბიჯებით, შიშველი დადგა მასწავლებელთან, მაჭამეო, იმან იმავე კოვზით აჭამა ერთი ლუკმა, რის მერეც მეორე მასწავლებელმა ხელში დაავლო ხელი და ისევ მიიყვანა და დააგდო ძირს, იატაკზე და სახეზე დააფარა ბავშვს „პროსტინა“ როგორც გვამს!

ეს ხდებოდა ყოველდღიურად, 11-იდან 4 საათამდე, 6-ის ნახევრამდე, 10-ის ნახევარზე გაღვიძებულ ბავშვს, 11-საათიდან აწვენდნენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ... ესე ძალადობდნენ ჩემს შვილზე! სხვა ბავშვებს იმავე ოთახში უცვლიდნენ, რასაც დანარჩენი ბავშვები ხედავდნენ, გოგო, ბიჭი, ყველა, იმავე ოთახში ეძინათ ბავშვებს მაგიდებზე! მაქვს ვიდეოჩანაწერები და ფაქტები! გთხოვთ, ყველამ წარმოიდგინეთ თავი ჩემი და ჩემი შვილის ადგილას, და დარწმუნებული ვარ, ყველამ რომ მოითხოვოთ კამერები, თქვენც ბევრ რამეს ნახავთ! განადგურებული არის ჩემი შვილი, დანგრეული აქვს ფსიქიკა! და „ბელ- მარი“ აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს, როცა ჩემი შვილი ამ დღეშია და სამკურნალოა. ჯანმრთელი შვილი გამინადგურა! გაასწორეს მიწასთან 3 წლის ბავშვი!“

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება