სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC 
02-06-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულების და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
 
აღნიშნული განსაზღვრავს აბიტურიენტთა, მაგისტრანტობის კანდიდატთა ცოდნისა და უნარების შეფასების ერთიან პრინციპებს.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები სხვადასხვა ტიპის დავალებებს მოიცავს, მათ შორის არჩევითპასუხებიან, ღია, შესაბამისობისა და სხვა ფორმატის ამოცანებს. არჩევითპასუხებიან დავალებებში თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი ახლავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი და იგი განსაზღვრული ქულით ფასდება. ღია ტიპის დავალებები ფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.
 
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური ქულები და შესრულების დრო: წაკითხულის გააზრება - 21 ქულა (75 წუთი), ანალიტიკური წერა - 18 ქულა (70 წუთი), ლოგიკური მსჯელობა - 17 ქულა (70 წუთი), რაოდენობრივი მსჯელობა - 19 ქულა (75 წუთი).
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება