სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღის აღმზრდელი დაკავებულია - კამერის ჩანაწერები მის დანაშაულს ადასტურებს
26-05-2026
-
+


თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“   მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა“ - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის აღმზრდელის მხრიდან 2 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ მცირეწლოვნის ბებიამ ორი დღის წინ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, ბავშვს თვეების განმავლობაში ჰქონდა კისრის არეში დაზიანებები, ბაღი კი, მშობელს კამერების ჩანაწერების ჩვენებაზე უარს ეუბნებოდა. ლიკა მახარაშვილი წერს, რომ ვიდეოჩანაწერების მოთხოვნის ბოლო მცდელობისას, ბაღმა ბავშვს ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შემდეგ, მცირეწლოვნის ოჯახმა 112-ს მიმართა. ბებიის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის ვიდეოკამერების ჩანაწერებში ნახეს, რომ აღმზრდელი მცირეწლოვანზე ძალადობდა.

თავად ბაღმაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ თანამშრომელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია:

„მას შემდეგ, რაც შიდა ორგანიზაციული მოკვლევის ფარგლებში ბაღის ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ბაღის თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო დანაშაულს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ბაღის ღირებულებებსა და მუშაობის სტანდარტებს. ბაღის ადმინისტრაციამ უზრუნველყო დაუყოვნებელი რეაგირება. თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, დაიწყო შიდა ადმინისტრაციული პროცედურები და ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების გადაცემა საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
გამარჯვებისთვის მას სერტიფიკატთან ერთად ბანაკის საგზურიც გადაეცა
 

მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება