სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს
29-05-2026
-
+


„წარმოგვიდგინეთ თქვენი ხედვა სკოლებში დასაქმებული პერსონალის სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით: რა გეგმა გაქვთ ამ მიმართულებით?“ - განათლების მინისტრი აქტუალურ კითხვას პარლამენტში ინტერპელაციის წესით პასუხობს და განმარტავს, რომ პრიორიტეტია როგორც მასწავლებლების ანაზღაურება, ისე სამუშაო პირობები, თუმცა მასწავლებელთა ხელფასის მატებაზე მინისტრმა კონკრეტული არაფერი თქვა.

„ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები ეტაპობრივად იზრდება და ეს პროცესი გაგრძელდება... რაც შეეხება მასწავლებლებს, 2024 წლიდან დაიწყო ახალი სახელფასო სისტემის დანერგვა და ყველა მასწავლებელს აქვს ვალდებულება, დაადასტუროს კომპეტენცია საგანში რომელსაც ასწავლის; ასევე ვმუშაობთ სარეკომენდაციო საათობრივი ბადის გადახედვაზე, მიმდინარეობს სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირება, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის დატვირთვის დამატებით შეფასებას და სკოლის განვითრებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას, აღნიშნული ფინანსური რესურსი მიმართული იქნება როგორც სკოლის, ისე მასწავლებელთა საჭიროებებისთვის. წამყვანი და მენტორი მასავლებლების რესურსის გამოყენებას სისტემურ დონეზე განსაკუთრებული როლი ენიჭება, მასწავლებლებს აღარ სჭირდებათ სტატუსის ასმაღლებლად გამოცდის ჩაბარება. 

გარდა ამისა, სამინისიტრო აქტიურად მუშაობს ახალი კადრების სისტემაში შემოყვანაზე, ვისაც გავლილი აქვს 60-კრედიტიანი პროგრამა, სარეზერვო ბაზების შექმნასა და ისეთი პროგრამების გაფართოებაზე, როგორიცაა „ასწავლე საქართველოსთვის“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება