სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია
01-06-2026
-
+


ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა. 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტის ბრძანებით, სახელი მიენიჭა 4 საჯარო სკოლას. კერძოდ: 

ა) ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქალაქ ქუთაისის №6 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო  პირის, გალაკტიონ ტაბიძის სახელი;

ბ) ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქალაქ ტყიბულის №4 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის, ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელი;

გ) ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სსიპ – სოფელ ჯიხაშკარის №2 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, ქართული ენის, მეცნიერებისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, ზვიად გამსახურდიას სახელი;

დ) ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ ახმეტის მუნიციპალიტეტის სსიპ – სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული კულტურისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, რაფიელ ერისთავის სახელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება