სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება
25-05-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა 27 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
 
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უცხოური ენების საგამოცდო პროგრამების, ტესტების ფორმატის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების შესახებ.
 
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან ტყემალაძე გაუძღვება.
 
ონლაინ შეხვედრაზე ცენტრის საგნობრივი ექსპერტი აპლიკანტებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაუზიარებს, რაც მათ საგამოცდო პროცესისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.
 
შეხვედრა ონლაინ ფორმატში Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
 
შეხვედრაზე დასასწრები ბმული: https://bit.ly/4eVVKii

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
გამარჯვებისთვის მას სერტიფიკატთან ერთად ბანაკის საგზურიც გადაეცა
 

მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება