სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, საინტერესო , რჩევები

„ბოლო ზარი“ და მომავლის იმედი: დირექტორები კურსდამთავრებულებს გზას ულოცავენ
19-05-2026
-
+


„ბოლო ზარის“ დღე თითოეული თაობისთვის განსხვავებულ მოგონებას ინახავს. ზოგისთვის ეს დღე ბედნიერებასთან ასოცირდება, ზოგისთვის თეთრ პერანგებთან და მომავლის იმედდთან, ზოგისთვის კი სკოლის დამთავრება სევდის მომგვრელია. წლები გადის, იცვლება ტრადიციები, ფერები და აღნიშვნის ფორმები, თუმცა ის სევდანარევი სიხარულის და მომავლის იმედის განცდა, რომელსაც სკოლის დამთავრების დღე ტოვებს, უცვლელი რჩება. 

სკოლის დასრულებას იხსენებენ დირექტორები და მომავალ თაობას, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან ცოდნით, მიზნებით, ღირსებითა და ბედნიერებით სავსე მომავალს უსურვებენ.

ლალი გულედანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემს დროს ასეთი პომპეზური არ იყო სკოლის დასრულება. არანაირი ღონისძება და გაცილება არ იყო. ჩვეულებრივი, დღე იყო დავასრულეთ სკოლა ჩავაბარეთ გამოცდები და მხოლოდ ამის შემდგომ შევიკრიბეთ რამდენიმე კლასელი აღსანიშნად, თუმცა ახლანდელი აღნიშვნა სრულიად განსხვავებულია. 1972 წელს დავასრულე სკოლა და ჩავაბარე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1976 წელს დავასრულე სწავლა და მას შემდეგ პედაგოგი ვარ. 

მინდა წლევანდელ კურსდამთავრებულებს ვუსურვო წარმატება, პირველ რიგში სწავლაში. მინდა ჰქონდეთ მოთმინება და უნარი, დაისახონ მიზნები და მაქსიმალური გააკეთონ ამ მიზნების მისაღწევად. ცოდნის გარეშე შეუძლებელია წარმატებას მიაღწიონ. წარმატებებს და საკუთარი მიზნების ასრულებას ვუსურვებ წლევანდელ მეთორმეტეკლასელებს და არა მარტო მათ.

ბეგლარ არჯევანიძე ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

კომუნისტების დროს დავამთავრე სკოლა, მაშინ ასეთი მრავალფეროვნება იყო და არც თავისუფლება. ყველა ერთნაირად აღნიშნავდა და უფრო ერთფეროვანი იყო ეს დღე. ახლა ეს დღე უფრო დასამახსოვრებელი, მხიარული, ემოციური და ფერადია. ჩემს სკოლაში წელს 12 მოსწავლე ასრულებს სწავლას. 20 მაისს საზეიმო ღონისძიებაც გვექნება და იმედი მაქვს ჩემი მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი და ემოციური იქნება სკოლის ბოლო დღე. იმედი მაქვს ჩემი მოსწავლეები მიაღწევენ ყველა დასახულ მიზანს, იქნებიან კარგი ადამიანები და თავიანთ ქვეყანას გამოადგებიან.

არჩილ ხუტუაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი ბოლო ზარი ძალიან დიდი ხნის წინ იყო. რთული და არეული პერიოდი იყო მაშინ, საბჭოთა კავშირი იშლებოდა და დამოუკიდებელი საქართველო იბადებოდა... თეთრი პერანგების და მასზე სურვილების დაწერის ტრადიცია ამ დროიდან მოდის თუმცა მაშინ ძალიან მოკრძალებულად აღინიშნებოდა ეს დღე, რომელიმე კლასელის სახლში ვიკრიბებოდით. ახლა რაც ხდება ძალიან არ მომწონს და არასასურველია მანქანებით სიარული შეჯიბრი და ა.შ. ჩემს დროს ეს არ იყო. 

ასევე, მინდა ჩემს და ზოგადად ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვო ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც მშვიდობა, კეთილდღეობა და მათი ცოდნა დაფასებული იქნება. 

ისინი არიან მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ უნდა ჩაგვანაცვლონ, სკოლაში, მმართველობაში... ამიტომ ვისურვებ, რომ ძალიან განათლებული კეთილშობილი და შრომისმოყვარე ადამიანების ხელში იყოს ეს ქვეყანა. 

ლეილა ხვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ, როცა მე სკოლა დავამთავრე, მაშინ არ იყო, არც თეთრი პერანგები და არც სამახსოვრო წარწერები, თუმცა მცირე აღნიშვნა მაინც გვქონდა.  ახლა გაცილებით დასამახსოვრებელი და ლამაზია ბოლო ზარის დღე. წლევანდელ კურსდამთავრებულებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ყველა სანუკვარი ოცნების და სურვილის შესრულებას. ბედნიერებითა და წარმატებებით სავსე ცხოვრება ჰქონოდეთ.

მაკა დავლაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი ბოლო ზარი საოცრად თბილი და მხიარული იყო. მახსენდება თეთრ პერანგებზე სამახსოვრო სიტყვების წერა... თანაკლასელებთან დაშორება სევდიანიც იყო და მომავლის იმედით სავსეც.

კურსდამთავრებულებს ვუსურვებ, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენას, ნუ შეუშინდებიან გამოწვევებს, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც მათი სამყარო სთავაზობს.

ლალი იარაჯული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან დიდი სხვაობაა ჩემს თაობასა და ახლანდელ ახალგაზრდებს შორის. როცა მე დავამთავრე სკოლა, მაშინ სრულიად სხვა გარემო იყო, ბავშვებიც უფრო შეზღუდულები და დამოკიდებულები იყვნენ მასწავლებლებზე და მშობლებზე. ჩვენ არ გვქონდა ის თავისუფლება, სილაღე და სითამამე, რაც ამ ბავშვებს აქვთ და მათი ეს თვისებები ძალიან მომწონს. ეს ბავშვები დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან და ვიმედოვნებ, რომ შეძლებენ საუკეთესო მიიღონ ამ სამყაროსგან.

თითოეული მოსწავლის სკოლაში შესვლა მახსოვს და დღეს ძალიან ემოციურია, როცა ვუყურებ, როგორ ამთავრებენ ისინი სკოლას და ემზადებიან ახალი ეტაპისთვის. 

გულო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩვენ მორიდებული, შებოჭილი ახალგაზრდები ვიყავით. კი, თეთრი პერანგებიც გვეცვა და სურვილებსაც ვუწერდით ერთმანეთს, თუმცა ახლანდელი ახალგაზრდები გაცილებით კრეატიულები, შემოქმედებითები და თავისუფლები არიან. ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ, რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას. მათ წარმატებებს ვუსურვებ.

ლიანა ერგემლიძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი: 

გასული საუკუნის კურსდამთავრებული ვარ. სკოლა 1984 წელს დავამთავრე... მაშინ სულ გამოცდები იყო და აღნიშვნა და დღესასწაულები ნაკლებად. მოსწავლეებს, რომლებიც ახლა ამთავრებენ სკოლას ვეტყვი, რომ, წარმატება და წარმატებული ცხოვრება თავად უნდა შეიქმნან. მჯერა, სათანადო ცოდნით შეძლებენ წარმატებული მომავლის შექმნას. ამიტომ ვუსურვებ, არასდროს დაკარგონ ცოდნის მიღების სურვილი.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ავარია ბოლო ზარზე - etaloni.ge დირექტორს ესაუბრა

საბავშო ბაღებში რეგისტრაცია ივლისში დაიწყება - დეტალები

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

საინტერესო

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება