| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელს, სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ, მეშვიდე, მეათე კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი სახელმძღვანელოები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მნიშვნელოვანი და საჭირო შინაარსით დავტვირთოთ ნებისმიერი საფეხური. პირველი კლასიდან დავიწყეთ სახელმძღვანელოების გამოცვლა, დამატებით სასწავლო რესურსების განვითარება. წელს, სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ, მეშვიდე, მეათე კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი სახელმძღვანელოები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში.
ამასთანავე, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომ, უარს ვამბობთ სქელტანიან სახელმძღვანელოებზე. შემოგვაქვს ახალი პრინციპი, გადავდივართ სემესტრულ სახელმძღვანელოებზე. ზოგი სახელმძღვანელო სამ და ოთხ ნაწილად დაიბეჭდება, რათა მოსწავლეთა ჩანთები შევამსუბუქოთ. ამ კუთხითაც ვზრუნავთ და ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი