სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ, საინტერესო

„სახელმძღვანელოები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა“ - რეფორებსა და ცვლილებებზე ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა საუბრობს
20-05-2026
-
+


სოფლის სკოლების გამოწვევები, სასკოლო ფორმების აუცილებლობა, ტელეფონების აკრძალვა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები - ამ საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა საუბრობს. 50 წელზე მეტია სკოლაში მიმდინარე პროცესების უშუალო მონაწილე და დამკვირვებელია ბატონი ტრისტანი, რომელიც თანამედროვე განათლების სისტემას წარსულ გამოცდილებას ადარებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრობლემებსა და სახელმძღვანელოების ხარისხზე:

-1975 წლიდან ვარ სკოლის დირექტორი და ამ წლების განმავლობაში არაერთი ცვლილების მომსწრე გავხდი. ძველი დროიდან, მათ შორის საბჭოთა კავშირიდანაც ბევრი კარგი რამ მახსენდება, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ცუდი იყო და მოსაშორებელი. ძალიან კარგი იყო, მაგალითად სასკოლო ფორმებიც. მეც, როდესაც მოსწავლე ვიყავი, სკოლაში ფორმით დავდიოდი და ვფიქრობ, მაშინდელი ფორმა ძალიან ლამაზი და მოწესრიგებული იყო. რაც მთავარია, ის გამორიცხავდა მაშინდელ სოციალურ განსხვავებებსა და პრივილეგიებს.

- უთანასწორობაზე გაამახვილეთ ყურადღება და გვითხარით, თქვენს სკოლაში თუ განასხვავებენ მოსწავლეები ერთმანეთს ტანსაცმლის ან მობილურის ბრენდით და შეცვლის თუ არა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფორმებსა და გაკვეთილზე ტელეფონის აკრძალვას ეხება რაიმეს. ზოგადად როგორ უყურებთ ამ ცვლილებებს?

- ჩემი აზრით, სასკოლო ფორმა ნამდვილად ლამაზია. როდესაც ერთნაირ სამოსში გამოწყობილ მოსწავლეებს უყურებ, ეს თვალისთვისაც სასიამოვნოა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ფორმის ტარება მოსწავლეს იძულებით არ უნდა მოვახვიოთ თავს. თუ ბავშვს არ სურს, ვფიქრობ, ამის დაძალება სწორი არ იქნება.

სოფელში, განსაკუთრებით კი მცირეკონტიგენტიან სკოლებში, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ფორმა სავალდებულო გახდება, არც ეს იქნება პრობლემა და თუ არ გახდება არც ეს. მთავარი მაინც ის არის, რომ მოსწავლემ ისწავლოს, მიიღოს ცოდნა და, რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში, რაც უნდა ის ეცვას.

რაც შეეხება ტელეფონებს, სოფლის სკოლებში ეს საკითხიც შედარებით მარტივად რეგულირდება. როდესაც კლასში 3-4 მოსწავლეა, მსგავსი პრობლემების მართვა ბევრად იოლია. ტელეფონების ჩამორთმევის შემთხვევები ჩვენთან არ ყოფილა. მოსწავლეებს ტელეფონები თან აქვთ, ზოგჯერ გაკვეთილზეც, თუმცა სასწავლო პროცესში მათ ნაკლებად იყენებენ. ქალაქის სკოლებში, სადაც კლასებში მოსწავლეების რაოდენობა დიდია, ბუნებრივია, პედაგოგისთვის კონტროლის დამყარება უფრო რთულია.

რა თქმა უნდა, ამ საკითხს გარკვეული რეგულირება სჭირდება. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება, ტელეფონის სრულად აკრძალვა სწორი არ მგონია. 

-როგორც წესი, მცირე კონტიგენტის მქონე სკოლებს თავისი განსხვავებული საჭიროებები აქვთ. თქვენი გამოცდილებით, რაში გჭირდებათ ხოლმე ყველაზე მეტი მხარდაჭერა ან რა მიმართულებით ხედავთ განვითარების საჭიროებას?

- სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად სწორედ მცირეკონტიგენტიანობა, ბავშვების ნაკლებობა გვაწუხებს. ოღონდ ბევრი მოსწავლე გვყავდეს და ნუ ივლიან ფორმებით... გაცილებით ლოიალური ვიქნებოდი და ბევრ რამეს დავთმობდი. მთავარი პრობლემა სწორედ მოსწავლეების სიმცირეა. თორემ, თუ ბავშვს სწავლის სურვილი აქვს, ის სოფელშიც ისწავლის და ქალაქშიც. საქართველოს არაერთ ცნობილ მეცნიერსა და განათლებულ ადამიანს სკოლა სწორედ სოფლში აქვს დასრულებული.

- როგორ ფიქრობთ, რა არის პრობლემის მოგვარების გზა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ მოსახლეობა დაბრუნდეს და უფრო მეტი მოსწავლე გყავდეთ?

- სოფელში ადამიანები ვერ დაბრუნდებიან, თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნა. როდესაც მშობელს დასაქმების შესაძლებლობა არ აქვს, ბუნებრივია, ოჯახსაც ვერ დააბრუნებს სოფელში. სანამ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არ მოგვარდება, ბავშვების დაბრუნებაც რთული იქნება.

 - ნამდვილად კომპლექსური და რთული საკითხია... ბატონო სტრისტან, რადგან მიმდინარე საგანმანათლებლო ცვლილებებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ გვითხარით, არის ისეთი ცვლილება, ზოგადი განათლების მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულად მოგეწონათ ?

 - ძალიან მომეწონა, მე-12 კლასის გაუქმების გადაწყვეტილება. გახსოვთ, ადრე სკოლა 10-კლასიანი იყო, შემდეგ 11-კლასიანი გახდა, მერე კი 12-წლიანი სისტემა შემოვიდა. 17-18 წლის ასაკში ახალგაზრდებს უკვე დამოუკიდებლობა და ცხოვრების ახალი ეტაპი უნდათ, ჩვენ კი კვლავ სკოლის მერხთან ვაჩერებთ. შეიძლება ამ კუთხით არ უფიქრიათ, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბავშვებს დიდობა და დამოუკიდებლობა ეჩქარებათ. ვფიქრობ, სასწავლო პროგრამა 11 წელშიც თავისუფლად ჩაეტევა. მთავარია, სახელმძღვანელოები იყოს ხარისხიანი და სწორად შედგენილი.

- თვლით რომ დღეს სკოლებში კარგი სახელმძღვანელოებია?

- დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად სწორედ სახელმძღვანელოებს მივიჩნევ. ჩემი აზრით, ბევრი მათგანი უინტერესოდ არის შედგენილი. მე ისტორიკოსი ვარ და ვფიქრობ, ისტორიის დღევანდელი სახელმძღვანელოებით ბავშვს საგანს ვერ შეაყვარებ. ადრე ბევრად უკეთესი სახელმძღვანელოები იყო. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ამოღებულია, ლიტერატურიდანაც არაერთი საინტერესო მწერალი გაქრა. ამიტომ, ვფიქრობ, სახელმძღვანელოების პრობლემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს.

- დღევანდელ დღეს, გვერდს ვერ ავუვლი „ბოლო ზარის“ თემას, ამიტომ გვითხარით, რას უსურვებდით წლევანდელ კურსდამთავრებულებს...

 - პირველ რიგში, ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავ სკოლის დასრულებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. მინდა, თითოეულმა მათგანმა საკუთარი გზა იპოვოს, განათლება მიიღოს და კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.

ვისაც სწავლა უნდა, აუცილებლად მიაღწევს მიზანს, სადაც უნდა იყოს, სოფელში თუ ქალაქში. თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვებ წარმატებას, წინსვლას და იმას, რომ არასოდეს დაკარგონ საკუთარი სოფლის, სკოლისა და ქვეყნის სიყვარული. სადაც არ უნდა წავიდნენ, ყოველთვის ახსოვდეთ, საიდან დაიწყეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება