სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, პიროვნება

„26 მაისი ჩვენი გამარჯვების ზეიმია“... - საჯარო სკოლის დირექტორები სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
25-05-2026
-
+


არსებობს თარიღები, რომლებიც კალენდარში მხოლოდ წითელი ფერით კი არ აღინიშნება, არამედ ერის გულისცემად იქცევა ხოლმე. 26 მაისი სწორედ ასეთი დღეა - ქართული სულის, უტეხი ნებისყოფისა და თავისუფლების მარადიული სიმბოლო. 1918 წლის იმ გაზაფხულზე თბილისის ცაზე პირველად აფრიალდა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა - ეს იყო საუკუნოვანი დუმილის მსხვრევა და მტკიცებულება, რომ ქართველი ერი არასოდეს შეეგუება მონობის უღელს. იუნკერების სისხლით შეღებილი, ოკუპაციით ნაწამები, მაგრამ მაინც წელში გამართული ქვეყანა დღეს, 2026 წელს, ამ უდიდეს დღესასწაულს მომავლის რწმენითა და სახელმწიფოებრივი სიამაყით ხვდება. etaloni.ge-სთან ერთად, სკოლის დირექტორები მოსწავლეებს, მშობლებს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას 26 მაისს ულოცავენ:

ციური გოგიბერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი:

„განსაკუთრებული სიამაყით მევსება გული - 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი საამაყო წინაპრების ხელმოწერებია - ადამიანებისა, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რომ თავისუფლებისთვის სიცოცხლეს სწირავდნენ და ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათ იმედს ვუღალატოთ. 26 მაისი განსაკუთრებული თარიღია და ყველას, პირველ ყოვლისა ჩვენს ახალგაზრდებს ვუსურვებ, ეცხოვროთ დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში“.

ნინო სუდაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, 26 მაისი განსაკუთრებული დღეა - როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია. ბავშვებს მშრალი ფაქტებით კი არ უნდა ვესაუბროთ, არამედ ემოციით - უნდა ვუამბოთ იმ ახალგაზრდა იუნკერებზე, რომლებიც კოჯორ-ტაბახმელასთან თბილისის დასაცავად დაეცნენ. ჩვენმა ბავშვებმა იციან, რომ თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები არიან! აქ იბადება ნამდვილი პატრიოტიზმი და ეს დღე თაობათა შორის გადებული ხიდია“.

მაია ხარაიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„დამოუკიდებლობა უპირველესად კულტურაში, მუსიკაში, მხატვრობასა და იმ თავისუფალ სიტყვაში ცოცხლობს, რომელსაც ვერანაირი ოკუპანტი ვერ ჩაახშობს. 26 მაისი არის დღე, როდესაც ქართულმა გენმა და ხელოვნებამ მსოფლიოს თავისი უნიკალობიუს შესახებ ხმამაღლა განუცხადა. საბჭოთა იმპერია წლების განმავლობაში ცდილობდა წაეშალა ჩვენი მეხსიერებიდან პირველი რესპუბლიკის დიდებული კულტურული ავანგარდი, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს.

ადამიანები ერთმანეთს ღიმილით მიულოცავენ ამ მნიშვნელოვან და ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი კულტურული თვითმყოფადობა უძლეველია. 26 მაისი ჩვენი გამარჯვების ზეიმია და ვუსურვებ მომავალ თაობას აყვავებულ საქართველოში ეცხოვროთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება